Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

კინოთეატრები 1 მილიონ ₾არზე მეტით დააჯარიმეს

აჭარა თაიმსი იანვარი 9, 2024
kinoteatri_ajaratimes.ge

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა დაადგინა. სააგენტოს ცნობით, 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.

  • ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი
  • შპს „თინეთს“ – 544 328 ლარი
  • შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი

“მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ TKT.GR-ს აძლევდა.

გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზისვის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე BILETEBI.GE.

მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო.

გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით 3 განსახილველად სავალდებულოდ რეკომენდაცია გაიცა,” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: რეგიონული ტელევიზიების შემოსავლებმა თითქმის 40% იკლო – 2023 წლის სტატისტიკა
Next: სპექტაკლები, რომლებიც იანვარში არ უნდა გამოტოვოთ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.