Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

კომპანიას 6 თვეზე მეტია საავტომობილო გზა ჩაკეტილი აქვს – კანონდარღვევაზე მუნიციპალური ინსპექცია არ რეაგირებს

სულხან მესხიძე დეკემბერი 5, 2023
gza_ajaratimes.ge

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდა, ტერიტორიაზე კი 37 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობაა დაგეგმილი. შპს „ბათუმი გარდენ ქიი“-მ საკადასტრო კოდით გათვალისწინებული ტერიტორიის გარდა, ლითონის ღობით სამანქანე გზაც შეღობა.

ცენტრალური გზის მხარეს მთლიანად ათვისებულია ტროტუარი. აქ ქვეითებს გადაადგილება რისკის ფასად უწევთ. კომპანიამ მოქალაქეებისთვის დროებითი ტროტუარისთვის აუცილებელი კონსტრუქციაც არ მოაწყო.

აქ ქვეითებს გადაადგილება რისკის ფასად უწევთ

როგორც ადგილობრივები ამბობენ, 6 თვეზე მეტია გზით სარგებლობა შეზღუდულია, რის გამოც სახლში მისვლა ალტერნატიული გზით უწევთ. საავტომობილო გზის გაუქმების გამო, დანიშნულების ადგილზე მისვლა ურთულდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებსა და ტაქსის.

„როდესაც კორპუსის დემონტაჟი დასრულდა,  ტერიტორიის შემოღობვა დაიწყეს და ჩვენ სახლთან მისასვლელი გზაც აითვისეს. ახლა მეზობელი კორპუსის ეზოთი ვსარგებლობთ. სამუშაოების მიმდინარეობისას განათების ბოძებიც აიღეს. სიბნელის გამო, ჩვენი მეზობელი დაეცა და ცხვირი დაიზიანა, მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა,“ – უყვება „აჭარა თაიმს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები.

უკანონობას სხვა მეზობლებიც ხედავენ, თუმცა პრობლემაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ. როგორც თავად ამბობენ ამ ეტაპზე ინვესტორის გაღიზიანება არ სურთ.

„ეს ინვესტორი ჩვენი კორპუსის აღებასაც აპირებს და ახლა მოლაპარაკეკბები გვაქვს, მე ვერაფერს გეტყვით, არ მინდა ჩემი სიტყვით გაღიზიანდეს და წავიდეს. ძველ კორპუსში ვცხოვრობთ და იქნებ გვეშველოს,“ – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ვინაობს არ გვიმხელს.

როგორ ვერ შენიშნა მაკონტროლებელმა 6 თვის განმავლობაში უკანონოდ შეღობილი საავტომობილო გზა? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ორ დღიანი ლოდინის შემდეგ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაცით, შპს „ბათუმი გარდენ ქიის“ დირექტორი მამუკა შუბალიძეა. ის კომპანიის 49 პროცენტს ფლობს, 51 პროცენტი კი უკრაინის მოქალაქეს, იევჰენიი ლისიცინს ეკუთვნის.

Post navigation

Previous: სააპელაციო სასამართლომ ძმები წულუკიძეების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
Next: ცნობილია 6 დეკემბრის ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოდან საქართველოში პომიდორის შემოტანას ცდილობდნენ, ბოსტნეულზე მავნე ორგანიზმის კვალი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.