Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ქობულეთი

კორუფციის მზარდი ფაქტები აჭარაში და მათზე რეაგირების პრობლემა – რა დაადგინა მესამე სექტორის კვლევამ

აჭარა თაიმსი თებერვალი 9, 2024
korufcia_jaratimes.ge

საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. ირკვევა, რომ თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის თანახმად, დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რაც მათი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა. 

ამ შემთხვევაში  “აჭარა თაიმსი” მესამე სექტორის მიერ ჩატარებული კვლევიდან აჭარის შეთხვევებს უცვლელად შემოგთავაზებთ:

  1. აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღო.

ბოლოს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის – შპს “გიგა-2015”-ს, შპს “აისის”, შპს ‘ქედეს” და შპს “როდას” სახელმწიფო შესყიდვებზე 2020 წელს წერდა. მას შემდეგ შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 6 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

  1. ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან  დაკავშირებული კომპანიები – „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში – კომპანიებმა 79 627 110 ლარი  მიიღეს.

“აჭარგანათების” 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე. ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამა, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში. დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე.

თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია

  1. ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ბადრი რომანაძის კომპანიამ, “ჯორჯიან სტოუნმა” 2015-2023 წლებში 62 046 920 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 47 640 633 ლარი ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტი ტენდერებიდან მიიღო.

„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

  1. ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ თანხის 74%-ზე მეტი – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.

Ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ  მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.

ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად/კონსულტანტად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში,  შემდეგ კი გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.

  1. ბათუმის საკრებულოს წევრის,  ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა მიიღეს  სარგებელი ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან – 1 407 584 ლარი.

შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა.

  1. ქობულეთის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ზომამ” სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 358 938 ლარი მიიღო, მათ შორის 1 344 876 ლარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. აქედან შემოსავლის 85% უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.

კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  – ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.

  1. მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია „ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონამდე ლარი მიიღო აჭარაში.

სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.

  1. გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო  335 638 719 ლარი.

გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე”  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1 394 000 ლარი.

Post navigation

Previous: 2023 წელს საქართველოში სოციალურ დახმარებას 182 ათასი მოქალაქე იღებდა – საქსტატი
Next: საქართველოში დიდი რაოდენობით კოკაინის შემოტანას ცდილობდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აჭარა თაიმსი აპრილი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

სულხან მესხიძე აპრილი 11, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აპრილი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026
ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.