Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ლექტორები და სტუდენტები “ოცნების” აქციაზე იძულებით მიჰყავთ – ენმ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2024
nika kashibadze_AJARATIMES.GE

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ხვალ, დედაქალაქში “ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციაზე სტუდენტები და ლექტორები იძულებით მიჰყავთ.

ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლრბა იძულებასა და მუქარას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს.

“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის ლექტორები, ასევე, სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები აძალებენ აქციაზე წასვლას სტუდენტებს, კონკრეტულად თვითმმართველობების საშუალებით და ვიცით, რომ საიდუმლო არაა რომ დიდი ხანია “ქართულ ოცნებას” ჰყავს დაკომპლექტებული.

აიძულებენ, რომ თბილისში გასამართ ღონისძიებას დაესწრონ, წინააღმდეგ შემთხვრვაში ნიშნებს არ დაუწერენ, პრობლემას შეუქმნიან სასწავლო პროცესში, რაც ზეწოლაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის სტუდენტები რომლებიც იძულებული იქნებიან ხვალ იმ ღონისძიებაზე წავიდნენ, ისინიც ოპოზიციურად არიან გაწყობილი და გამოუტანენ “ქართულ ოცნებას” განაჩენს. რაც შეეხება დაშინებას, იმ უმსგავსო საქციელს რასაც ბათუმის უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია კადრულობს, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მათივე სტუდენტები გასცემენ პასუხს. მათი ყველა ეს მცდელობა იქნება ამაო, რადგან ახალგაზრდებში მასიურად არის გავრცელებული ის აზრი, რომ “ქართული ოცნება” რუსული ძალაა და აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და ეს სტუდენტებმა დაამტკიცეს, როდესაც ერთერთი ყველაზე დიდი გაფიცვა ვიხილეთ აჭარის ისტორიაში, როდესაც ვნახეთ ბათუმის უნივეტსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ. მაშინ რექტორებს მოუწიათ სტუდენტების აზრის გათვალისწინება,” – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

ინფორმაციისთვის: 23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. მმართველი პარტიის ცნობით, ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

”აჭარა თაიმსი” პოზიციისთვის უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს დაუკავშირდა, კომენტარის გაკეთების შემთხვევაში მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: ბათუმში ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა
Next: მმართველმა პარტიამ ხალხი აქციისთვის ბათუმიდანაც წაიყვანა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.