Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონი ამოქმედდა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 19, 2023
miwa_ajaratimes.ge

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

გულუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა მისი სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ ფაქტებზე, ხსენებული კანონი არ ვრცელდება.

„რა შემთხვევაში ვრცელდება ამნისტიის კანონი – ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე – თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე – ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე. თუ პირს სურს მასზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით დადგენილი შეღავათი, ზიანი უნდა აანაზღაუროს 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.

რას გულისხმობს ზიანის ანაზღაურება – ზიანის ანაზღაურება გულისხმობს დანაშაულებრივად დაუფლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში, პირზე ამნისტია გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირმა ზიანი აანაზღაურა და დანაშაული აღიარა – ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემთხვევაში, პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო თანხის შეტანა უნდა განხორციელდეს ხაზინის ანგარიშზე. პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს:

შესაბამის პროკურორს – თუ საქმე გამოძიების ეტაპზეა, ან თუ ძებნილი პირის მიმართ სამართალწარმოება დასრულებულია; შესაბამის სასამართლოს – თუ საქმე განიხილება სასამართლოში; თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ სასამართლოს – თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია. ნებისმიერ პირს უფლება აქვს უარი თქვას მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე და ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. კანონის აღსრულების პროცესი 2025 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. დაინტერსებულმა პირმა ამნისტიის კანონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია, მიმართოს საქართველოს პროკურატურის ნებისმიერ ოფისს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

Post navigation

Previous: ცოლები კაპიტალის გარეშე – ქონებრივი დისბალანსი ჩინოვნიკების დეკლარაციებში 
Next: 20 დეკემბრის ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“ – კვირიკეში მოსახლეობა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

სულხან მესხიძე ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026
JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს 261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

ივლისი 9, 2026
დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.