Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

რა წერია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში – მთავარი მიგნებები მოკლედ

აჭარა თაიმსი დეკემბერი 20, 2024
euto.odiri_AJARATIMES.GE

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო “ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა”.

ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და თუმცა წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.

“არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფონზე, რამაც, საარჩევნო დღის პრაქტიკებთან ერთად, დააზიანა ზოგი ამომრჩევლის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა.

არჩევნებისთვის მომზადება კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ არჩევნების დღეს ხმის საიდუმლოების ხშირი დარღვევები, რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობა და ცნობები ზეწოლისა და დაშინების შესახებ, მათ შორის, პროცესის გადაღების მეშვეობით, პროცესისა და სხვა მხრივ ზოგადად პროცედურულად წესრიგში მყოფ საარჩევნო დღის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა.

არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებაში, ოდირმა დაადგინა, რომ საქმეები სათანადოდ არ იყო განხილული, სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეზღუდვამ, აქციების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებასთან შესაბამისობაზე სერიოზული შეშფოთებები გამოიწვია.

ოდირს არ აქვს მანდატი, აღიაროს ან მხარი დაუჭიროს არჩევნებს. ნაცვლად ამისა, ოდირი საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას წარმოადგენს, რომელიც უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მხრიდან დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებას ეფუძნება. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს არჩევნების ხარისხის შესახებ თავიანთი დასკვნა გამოიტანონ. ადმინისტრაცია ასევე მზად არის, საარჩევნო დაინტერესებულ მხარეების ფართო დიაპაზონს მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევაში, რომ საკითხები არჩევნების შემდგომი დიალოგით და კონკრეტული ქმედებებით მოგვარდეს.

დღევანდელ ანგარიშში წარმოდგენილია რიგი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები უკეთ. ამისთვის საჭიროა ცვლილებები როგორც კანონმდებლობაში, ისევე პრაქტიკაში, რათა მოგვარდეს დაბალი საზოგადოებრივი ნდობისა და ამომრჩეველთა მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობის პრობლემები, ამავდროულად, იმისთვის, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მის მიმართ ნდობა ყველას სასიკეთოდ გაიზარდოს,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

Post navigation

Previous: ბათუმში საპროტესტო მარში განახლდა
Next: მხატვრობა თავისუფლების გარეშე ცარიელი ჩარჩოა – აქცია ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.