Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • არჩევნები

როგორ ჩატარდება 2024 წლის პრეზიდენტის არჩევნები – რას ამბობენ ცესკოში

აჭარა თაიმსი ნოემბერი 27, 2024
prezidentis administracia_AJARATIMES.GE

როგორ ჩატარდება 2024 წლის პრეზიდენტის არჩევნები, ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს და პროცედურებს განმარტავს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ახალი წესით ჩატარდება – პრეზიდენტს 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული.

“საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება – პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები.

ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვეტილება არჩევნების 14 დეკემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღო.

რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს – არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 14 დეკემბერს, საჭირო გახდა ზოგიერთი ღონისძიებისა და ვადის მოდიფიცირება, რის უფლებამოსილებაც საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით აქვს (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 14).

შესაბამისად, ცესკომ 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილება.

დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ასევე უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის შესაბამისი მონაცემები და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.

არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ცესკომ სხდომაზე ასევე დაადგინა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. ცესკოს განკარგულების თანახმად საარჩევნო კოლეგიაში კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. №1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;

2. №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – საარჩევნო კოლეგიის 2 წევრი;

3. №5 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – საარჩევნო კოლეგიის 36 წევრი;

4. №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;

5. №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” – საარჩევნო კოლეგიის 4 წევრი;

6. №10 – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;

7. №25 – „გახარია საქართველოსთვის” – საარჩევნო კოლეგიის 9 წევრი;

8. №41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – საარჩევნო კოლეგიის 54 წევრი;

9. №45 – „გირჩი-მეტი თავისუფლება” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი.

კვოტების მიხედვით შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა კოლეგიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია პრეზიდენტის არჩევნების ადმინისტრირებას კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელებს. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას”. – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: დინამო ბათუმმა თბილისის დინამოს მატჩი მოუგო
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

მაისი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

მაისი 17, 2026
საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია lgbt_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

მაისი 17, 2026
ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 16, 2026
მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ policia_AJARATIMES.GE
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

მაისი 16, 2026
ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

მაისი 16, 2026
სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

მაისი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

მაისი 17, 2026
საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია lgbt_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

მაისი 17, 2026
ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 16, 2026
მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ policia_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

მაისი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.