Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

საარჩევნო პროგრამები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გარეშე

სულხან მესხიძე სექტემბერი 17, 2024
miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE

წლებია, მოსახლეობა მუდმივად მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას. პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ ეს გარემოება NDI-ის ბოლო კვლევაშიც კი ფიქსირდება. ხალხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ მიუსაფრების კეთილდღეობას ასახელებს. ცხოველთა უფლებადამცველების პირადი და მოხალისეობრივი ძალისხმევის მიუხედავად, საკითხის სრულყოფილად მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„უსახლკარო ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ყურადღების ცენტრშია, როგორც ნომერ პირველი ადგილობრივი პრობლემა. კვლევა ავლენს ამ საკითხის სიმძიმის საგანგაშო ზრდას 2020 წლიდან. უმრავლესობა (68 პროცენტი) – ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში – შეშფოთებულია ამ თემით, განსაკუთრებით მცირე ქალაქებსა და თბილისში,“ – ამონარიდი NDI-ის კვლევიდან.

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მოხალისეებისა და ცხოველთა დამცველების თქმით, მიუსაფარების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია უკონტროლო შეჯვარებით, ცხოველის ქუჩაში გადაგდებით, სამედიცინო სერვისებისა და თავშესაფრის არარსებობით.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარტიებმა მიუსაფარ ცხოველთა საჭიროებებზე ყურადღება გაამახვილონ და საკითხი აქტუალური გახადონ – თემაზე „აჭარა თაიმსი“ საბა ფიფიას ესაუბრა, რომელიც ცხოველთა სამართლის ექსპერტია.

საბა აღნიშნავს, რომ ცხოველთა საჭიროებებისა და მათი უფლებების პოლიტიკოსების დღის წესრიგში შეყვანა არ არის მხოლოდ ეთიკური გადაწყვეტილება, არამედ ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გზაზე. ექსპერტის თქმით, ცხოველთა უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება პოლიტიკურ პროგრამებში ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრებას.

  • საბა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკოსების დღის წესრიგში მოექცეს ცხოველთა საჭიროებები და მათი უფლებები?

პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა განსაზღვროს საზოგადოების ინტერესებმა. ამომრჩევლის განწყობები გადადის პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში და პროგრამებში. ცხოველთა კეთილდღეობის საკითხები, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, სულ უფრო მეტად იძენს ყურადღებას და მნიშვნელობას საზოგადოებაში. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა მოექცეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ბევრ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების პროგრამებში წარმოდგენილია ცხოველთა კეთილდღეობის საკითხები, არსებობენ ცხოველთა პარტიებიც. მაგალითად, ნიდერლანდებში არსებობს ცხოველთა პარტია, რომელიც პარლამენტში, თუ არ ვცდები 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება, რომელიც მიიჩნევს ცხოველთა კეთილდღეობის მნიშვნელობას, მოითხოვს მსგავსი საკითხების პოლიტიკურ დონეზე განხილვას. საქართველოშიც დაძრულია ეს საკითხი იმ მხრივ რომ, მოსახლეობას ყველანაირი გამოკითხვით, ცხოველთა კეთილდღეობა და გამოწვევა ერთ-ერთ პრობლემად მიაჩნია. თუმცა ამის საპასუხოდ პოლიტიკური პარტიები მათ სთავაზობენ სრულ სიჩუმეს, რაც არ შეესაბამება მოცემულობას.

  • თქვენი აზრით, რატომ არ არის ეს საკითხი პოპულარული პოლიტიკური პარტიებისთვის?

ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია: პირველი ის, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი და ამომრჩევლის ინტერესები ხშირად განსხვავებულია. პროგრამებს დიდი ყურადღება არ ექცევა არჩევნებზე, ფოკუსი მხოლოდ პერსონებზეა. პარტიები ხშირად მიმართავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც მათ ელექტორატზე არის მიმართული. ცხოველთა კეთილდღეობის საკითხები შესაძლოა არ მიიჩნეოდეს საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ პროგრამებში ჩართოს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შესაძლოა პარტიებს არ გააჩნდეთ შესაბამისი ექსპერტიზა ან კვლევები, რომლებიც საჭირო ინფორმაციას მიაწვდის მათ იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვარონ აღნიშნული პრობლემები.

  • ინტერესი, რომ გაჩნდეს პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე, საჭიროებები რომ მოხვდეს საარჩევნო პროგრამებში, ეს რას უზრუნველყოფს მიუსაფარი?

ალბათ, პირველ რიგში იქნება ის, რომ ცნობიერება ამაღლდება. როდესაც პოლიტიკური  პარტიები დაიწყებენ ამაზე საუბარს, მოხდება დებატებსა და დისკუსიებში, რაც უფრო მეტ ადამიანამდე მივა პრობლემა, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ცხოველთა საჭიროებების შესახებ. გვყოლება საზოგადოება, რომელიც უფრო მეტად არის ინფორმირებული. თემის აქტუალიზაცია ასევე, გაზრდის კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის. წარმოიგდნინეთ: ერთმა პარტიამ რომ ძალიან კარგი პროგრამა დაწეროს ამასთან დაკავშირებით და სხვა არაცერთ პარტიას ჰქონდეს, ეს ცხადია გარკვეულწლად მეტ უპირატესობას მისცემს იმ ჯგუფს. საარჩევნო პროგრამაში მიუსაფართა საჭიროებების მოხვედრის პრეცედენტი გამოწვევასავით იქნება სხვებისთვის.

  • საწყისი ეტაპისთვის, რაზე უნდა აქცენტირდეს პარტია/პოლიტიკოსი?

ალბათ უფრო რეკომენდირებულია, რომ ამ მიმართულებით პარტიამ ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს უფრო კომპლექსური მიდგომა ცხოველთა კეთილდღეობის რეფორმის მიმართ. ცხადია, ეს უნდა მოიცავდეს ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ნორმის მიღებით ან ცვლილებით. პარტიებმა უნდა აუხსნან ამომრჩევლებს, როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი რეფორმა, რა პროცესები უნდა ჩატარდონ და როგორი შინაარსს უნდა მოიცავდეს ეს რეფორმა.

ინფორმაციისთვის: აჭარის მთავრობამ 2020 წელს, წინასაარჩევნოდ, „კუპატას“ სახელობის თავშესაფრისა და იპოდრომის პროექტი დაანონსა, რომლის მშენებლობაც დღემდე არ დაწყებულა. ბოლო ტენდერი, რომელიც ბათუმის მერიას ჰქონდა გამოცხადებული, არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

აჭარაში, მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობის დაწყების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, 2023 წლის დეკემბერში, AJARATIMES.GE-ის კითხვებს კონკრეტული პასუხი არ გასცა და ჩვეული რიტორიკით, კვლავ სამომავლო გეგმებსა და უკვე გავლილ, სატენდერო პროცედურულ ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია.

Post navigation

Previous: ამერიკამ რამდენიმე ქართველი დაასანქცირა
Next: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE 2
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.