Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

საბანკო ვალდებულება, რომლისგანაც პენსიონერები თავს ვერ აღწევენ – რა ინიციატივა აქვთ “მოქალაქეებს”

სულხან მესხიძე მარტი 13, 2024
pensionerebi_ajaratimes.ge

საქართველოში იმ პენსიონერთა რიცხვი დიდია, ვინც საბანკო ვალდებულებას წლებია თავს ვერ აღწევს. მოხუცები სხვადასხვა პირობით, სესხს ძირითადად “ლიბერთი ბანკიდან” იღებენ და როგორც თავად ამბობენ, პირობები მეტწილად უსამართლოა.

პენსიონერების თქმით, ბანკი თავდაპირველად მათ ინფორმაციას სრულყოფილად არ აწვდის, რის გამოც ისინი ფინანსურად ზარალდებიან, უფრო მეტიც, ღარიბდებიან.

“ჩემი მეუღლე ოთხი წელია იხდის “ოვერდრაფტის” საფასურს, თუმცა სესხის დაფარვას დასასრული არ უჩანს. დავრეკეთ ეროვნულ ბანკში, შეგვპირდნენ დახმარებას, აგვაღებინეს ხელახლა სესხი ძველის გადასაფარად და ამით პრობლემა მოგვარებულად ჩათვალეს. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ პროცენტის გადახდას. ბანკში მისვლასა და საუბარს აზრი არ აქვს, არავინ გისმენს და ასეთ რთულ მდგომარეობაში ვართ, ჩემს ირგვლივ ბევრი მოხუცია ანალოგიურ მდგომარეობაში” – ამბობს “აჭარა თაიმსთან” საუბრისას პენსიონერი ციალა კილასონია.

რა მექანიზმი არსებობს საბანკო ვალდებულებისგან თავის დაღწევის – ამ თემაზე პარტია “მოქალაქეების” წევრები პენსიორენერებს ხვდებიან და მათ ცნობიერების ამათლებაში ეხმარებიან. მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ ხანდაზმულებს უწევენ იურიდიულ კონსულტაციას, ასევე, მათ კოლექტიური განცხადების დაწერასა და ბანკში წარდგენაში ეხმარებიან.

“შეხვედრების მიზანია იმ ადამიანების დახმარება, ვინც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს „ლიბერთი“ ბანკთან გამკლავებას, რომელმაც მათ პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ სესხები სამი და ოთხი წლით უსამართლოდ გაუხანგრძლივა, ამასთან პენსიონერებს კონსულტაცია გაეწევათ ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით, რომელიც ბანკმა მათ ისე გაუფორმა, რომ არ აუხსნა რა ტიპის სესხთან ჰქონდათ საქმე. არაერთმა პენსიონერმა საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აქტიურობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი სესხი ფაქტობრივად უსასრულოა, რადგან ყოველთვიური პროცენტის გადახდისას თანხის ძირს არაფერი აკლდება.

თბილისსა და რეგიონებში გამართული არაერთი შეხვედრა/კონსულტაციის შედეგად, სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნების და განულების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვაქვს. შეხვედრების პარალელურად, დაზარალებულ პენსიონერებს ვეხმარებით მათი სასესხო პრობლემის შესაბამისად სპეციალურად შემუშავებული განცხადებების დაწერასა და ბანკში შეტანაში,“- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა “აჭარა თაიმსთან” აუბრისას

ინფორმაციისთვის: პრემიერმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ პენსიონერთა სესხებზე პროცენტული განაკვეთი დაიწევს.

Post navigation

Previous: დაკავეს კაცი, რომელმაც მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ვიდეოები გაავრცელა
Next: სესხზე ყოველთვიური შენატანი 185 000-მდე მსესხებელს შეუმცირდება – “საზოგადოება და ბანკები”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“ – კვირიკეში მოსახლეობა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

სულხან მესხიძე ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026
ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

ივლისი 12, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.