Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE

საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“ და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებთან.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 2014 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 991 000 ლარი შესწირეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ამჟამად სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK ფუნქციონირებს. ისინი განთავსებულია 9 საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ. სარფში, ყაზბეგში, წითელ ხიდზე, სადახლოში (საავტომობილო), ლაგოდეხში, გუგუთში, ნინოწმინდაში, ვალესა და კარწახში.

მესამე სექტორის მონაცემების მიხედვით:

  • სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის №2-ში მოქმედი TIR PARK-ის ოპერატორი შპს „ფიგოილია“. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელად სახელდება პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა 2014 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს 797 000 ლარი შესწირეს.
  • წითელი ხიდის საბაჟო პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში არსებული TIR PARK-ის – შპს „ტირ პარკ მარნეული 2014“-ის ყოფილი მეწილეებად დასახელებულნი არიან ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და ბიზნესმენი ოთარ ჩართოლანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 2016–2018 წლებში 208 000 ლარის ოდენობის შემოწირულება განახორციელეს.
  • გუგუთისა და სადახლოს საბაჟო პუნქტებთან არსებული TIR PARK-ების – შპს „გუგუთი ვერტექსისა“ და შპს „პარკ ვერტექსის“ მეწილეებად და ხელმძღვანელებად მოხსენიებული არიან ბიზნესმენები გიორგი და რომან აბრამიშვილები, რომლებმაც 2018 წლიდან დღემდე ჯამში 774 000 ლარი შესწირეს.
  • ლაგოდეხის საბაჟო პუნქტთან, სოფელ მაწიმში არსებული TIR PARK-ის – შპს „ნიუ ჯორჯიას“ ყოფილი წილის მფლობელად დასახელებულია ბიზნესმენი მინდია საბანაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მან 2016–2017 წლებში მმართველ პარტიას 100 000 ლარი შესწირა.

როგორ მუშაობს TIR PARK-ის სისტემა?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან რიგების მოწესრიგებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სატვირთო ავტომობილები ვალდებულნი არიან საზღვართან გადაადგილებამდე განთავსდნენ სპეციალურად განსაზღვრულ ავტოსადგომებზე – ე.წ. TIR PARK-ებში.

ეს ავტოსადგომები ლიცენზირებულია შემოსავლების სამსახურის მიერ და ჩართულია რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. არსებული წესით, თითოეული სატვირთოსთვის მომსახურების საფასური 80 ლარია.

მძღოლებს საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით გადაადგილება და შემდგომში საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. წესის აღსრულებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

დაკავშირებული თემები🔻

სატვირთოების მძღოლებმა სადგომებზე გადასახადების გაძვირების გამო აქცია გამართეს

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ნებართვების გაცემისას გამოვლინდა შეფასების არქონა, არასრული დოკუმენტაცია და კონკურსის გარეშე გაცემის ფაქტები – აუდიტმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა

 

Post navigation

Previous: ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.