Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველოსა და თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო სისტემა ამოქმედდა

აჭარა თაიმსი ივლისი 6, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის სისტემა აამოქმედა.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს, ასევე გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას.

„ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ შეფერხებებს და ქმნის უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე მექანიზმს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირებისთვის.

ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტოს სამომავლო გეგმის მიხედვით, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სანებართვო სისტემების ციფრულ ფორმატზე გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის) ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის წარმატებით ამოქმედება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

უწყების შეფასებით, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

დაკავშირებული თემები🔻

სატვირთოების მძღოლებმა სადგომებზე გადასახადების გაძვირების გამო აქცია გამართეს

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ნებართვების გაცემისას გამოვლინდა შეფასების არქონა, არასრული დოკუმენტაცია და კონკურსის გარეშე გაცემის ფაქტები – აუდიტმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა

 

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“ კლუბის გაძლიერებას განაგრძობს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა – სსე ავარიის მიზეზს ადგენს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.