ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურის შეხვედრა ბოლნისის „სიონსა“ და „საფეხბურთო კლუბ გონიოს“ შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 73-ე წუთზე „გონიოს“ ფეხბურთელმა ზურაბ ბერიძემ გახსნა და სტუმრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, მატჩის დამატებულ დროს, 90+5-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ ანგარიში გაათანაბრა და გუნდებს ქულა გაუაზიარა.
18 ტურის შემდეგ, „საფეხბურთო კლუბი გონიო“ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა, 21 ქულით. მომდევნო შეხვედრას „გონიოს“ „არწივები“ 18 აგვისტოს გამართავენ – მე-19 ტურში ისინი თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



