
ქობულეთში, და-ძმას შორის კონფლიქტი დაჭრით, სხეულის დაზიანებით დასრულდა. ინციდენტის მონაწილე ორივე პირი არასრულწლოვანია.
ერთ-ერთ ბავშვს სხეულზე ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, რის გამოც მოზარდი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!