Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

შოკოლადები, ვაუჩერები და ყვავილები – ქობულეთის მერიამ პედაგოგები დაასაჩუქრა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 15, 2024
qobuletis kulturis saxli_AJARATIMES.GE

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქობულეთის მერიამ პედაგოგებს 150 ლარიანი ვაუჩერები, ყვავილები და შოკოლადები აჩუქა. მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაში მუნიციპალიტეტმა 18 ათას 105 ₾არი დახარჯა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 23 მასწავლებელს პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე 150 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს, 30 პედაგოგს ყვავილი, ხოლო 5-ს ტკბილეულის კალათა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის განათლების მინისტრი და “ქართული ოცნების” დელეგატები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, დასასრულს კი 57 კაცზე სუფრა გაიშალა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 700 ₾არი იყო გათვალისწინებული.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ტრადიციული ღონისძიება არ შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობად.

“ოქტომბერი მასწავლებლის თვედ არის გამოცხადებული. ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ღონისძიებას აქვს ტრადიციული სახე და აღინიშნება სხვადასხვა აქტივობით. ბიუჯეტი იგივე იყო, რაც გასულ წლებში. ეს ღონისძება ემსახურება პედაგოგთა შრომის დაფასებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. ცნობილია, რომ ოქტომბრის თვე ზოგადად არის საარჩევნო პერიოდი, ბოლო წლებში ყველა არჩევნები თითქმის ოქტომბერში გაიმართა. რამდენიმე ღონისძიება, რა შესაძლებლობასაც გვქონდა გადავდეთ, რადგან არჩევნები არ გადაეჩრდილა, ან რაიმე სახის კითხვები არ გაჩენილიყო. ეს შეხვედრა არ ვფიქრობ რომ წინასარჩევნო მიზნებისთვის იქნებოდა გამოყენებული, რადგან ეს შეკრება ვიმეორებ, ტრადიციულად ტარდება,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნათია ნიჟარაძემ, რომელიც ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსია.

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • ღონისძიებები შენობის რეაბილიტაციის პარალელურად – ქობულეთის კულტურის სახლის რემონტს ვერ ასრულებენ
  • „რომელი მშობელი ამბობს ამას, მობრძანდეს და დაგვიპირისპირდეს“ – ქობულეთის ბაღებში თანხის შეგროვების შესაძლო ფაქტს უარყოფენ

Post navigation

Previous: სპორტსმენები აჭარიდან, რომლებმაც მედლები მოიპოვეს
Next: ძლიერი წვიმა, ელჭექი, წყალდიდობა, შტორმი და ქარი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.