Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ღონისძიებები შენობის რეაბილიტაციის პარალელურად – ქობულეთის კულტურის სახლის რემონტს ვერ ასრულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 9, 2024
kulturis saxli_AJARATIMES.GE

ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია არ დასრულებულა, თუმცა შენობაში ღონისძიებები იმართება. კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შეასრულა და სარემონტო სამუშაოები გრძელდება.

დაუსრულებელ, ჩაუბერებელ შენობაში ხალხმრავალი კულტურული ღონისძებები გასულ თვეებში გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

შპს-მ ხელშეკრულების პირობები და ვადების გახანგრძლივება რამდენჯერმე მოითხოვა, რასაც მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზოიძე უპირობოდ თანხმდება. დოკუმენტში ცვლილება მრავალჯერ შევიდა.

ვინ მფარველობს კომპანიას, ასევე, რატომ პატიობენ ყოველ ჯერზე გადაცდომას, რატომ თანმხდება მუნიციპალიტეტი იმ პირობებს, რასაც კერძო კომპანია აყენებს და რატომ არ ახდენს მუნიციპალიტეტის მერი გადაცდომებზე მკაცრ რეაგირებას? კითხვებს ლევან ზოიძე გაურბის. ჩვენი კითხვები მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც უპასუხოდ დატოვეს. 

ხელშეკრულების თანახმად, შპს “ნიკამ” შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს, რომლის ბიუჯეტი 840 718.92 ლარს შეადგენს. თანხის 96 პროცენტი მერიას კომპანიისთვის უკვე გადახდილი აქვს. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ დამკვვეთმა  შესრულებული სამუშაოების დიდი ნაწილი დაიწუნა და შპს “ნიკას” ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა.

ინფორმაციისთვის: შპს “ნიკას” სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული აქვს: 23,952,569.25, ხოლო პირდაპირი კონტრაქტებით: 12 – 138,476.16 ₾არი.

tendermonitor.ge-ის ინფორმაციით, კომპანიას დღეის მდგომარეობით 301 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის 12 გამარტივებული შესყიდვაა, აქედან 27.9 % მოგებული აქვს.

Post navigation

Previous: საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშება დაიწყო
Next: საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.