Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი პაციენტის ოჯახი კლინიკას დაუდევრობაში ადანაშაულებს

სულხან მესხიძე მარტი 26, 2026
_AJARATIMES.GE

ფოტო: პაციენტის და და მამა

2024 წლის სექტემბერში, მარი ანანიძემ ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში ცხვირის გეგმიური ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც პოლიპების ამოღებას, ხრტილის გასწორებასა და რინოპლასტიკას მოიცავდა. ოპერაციის საწყის ეტაპზე კი ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ დრომდე რთულ მდგომარეობაში რჩება.

კუზანოვის კლინიკის წარმომადგენლობა ხოზრევანიძის კლინიკაში იყო წარმოდგენილი, სადაც პაციენტებს იღებდნენ.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტს ოპერაციამდე ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. მათივე თქმით, ოპერაციამდე სამი დღით ადრე ჩატარებული ანალიზების საფუძველზე, მარი ანანიძე ჯანმრთელად მიიჩნიეს და ქირურგიული ჩარევისთვის მზად იყო.

ანანიძეების თქმით, პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მომხდარის შესახებ ოჯახს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აცნობეს.

ოპერაციის შემდეგ მარი ანანიძე ხოზრევანიძის კლინიკაში დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ამის შემდეგ ოჯახმა პაციენტის სტამბოლში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი სახლში, ოჯახის პირობებში აგრძელებს რეაბილიტაციას.

ოჯახის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მათივე ინფორმაციით, ხოზრევანიძის კლინიკამ გარკვეული ფინანსური დახმარება გასწია სამედიცინო ხარჯების დასაფარად.

ამ ეტაპზე ანანიძეების ოჯახი კომპენსაციას კუზანოვის კლინიკისგან ითხოვს. მათი მტკიცებით, პაციენტის მძიმე მდგომარეობა ექიმების შესაძლო დაუდევრობის შედეგია.

ოჯახი აღნიშნავს, რომ კლინიკასთან დაკავშირებას არაერთხელ ცდილობდნენ როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ისე სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა მათი თქმით, კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს.

„აჭარა თაიმსი“ საკითხთან დაკავშირებით კუზანოვის კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მცირე ოდენობით კანაფის ფლობისთვის დაწესებული სავალდებულო შეზღუდვები კონსტიტუციურად ცნეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.