Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში რამაზ ჯინჭარაძე საქმიანობას კვლავ ბათუმის საკრებულოში გააგრძელებს, ოღონდ რიგით წევრად

admin 25/09/2024
batumis sakrebulo, ramaz jincharadze_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ რამაზ ჯინჭარაძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. ჯინჭარაძე თანამშრომლებს გამოემშვიდობა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ჯინჭარაძემ თავმჯდომარის პოსტი დატოვა, საკრებულოს წევრის სავარძელს ვერ შეელია და ადგილი შეინარჩუნა. არჩევნებში წაგების შემთხვევაში ის კვლავ აპირებს წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობის გაგრძელებას.

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დარწმუნებულია, უცნობია, რა რისკები დაინახა ან რა მიზნით შეინარჩუნა სტატუსი რამაზ ჯინჭარაძემ. ბათუმის საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ „აჭარა თაიმსის“ კითხვების შინაარსი ვერ გაიგო და ამ მოტივით ინტერვიუზე უარი გვითხრა.

აჭარა თაიმსი: რატომ შეინარჩუნეთ საკრებულოს წევრის სტატუსი?

რამაზ ჯინჭარაძე: გაუგებარია რას მეკითხებით, კითხვის შინაარსი ვერ მივხვდი.

აჭარა თაიმსი: არჩევნებში დამარცხების შიშით ადგილს ინახავთ თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

კითხვას რამაზ ჯინჭარაძემ არ უპასუხა და კაბინეტისგენ გაემართა. 

ინფორმაციისთვის: ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე შეასრულებს. ეს უკანასკნელი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის მანდატით მოხვდა, თუმცა მან მოგვიანებით, “საქართველოსთვის” დატოვა. მაშინ თავდგირიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

“ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა ნაცებს! არა ბოროტებას! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!” – წერდა მაშინ ირაკლი თავდგირიძემ. 

“გასაყიდი უნდა გაიყიდოს” – ასე გამოეხმაურა ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებას გახარიას პარტია.

ცნობისთვის: რამაზ ჯინჭარაძე, “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს დელეგატობის კანდიდატია. 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: რ/კ “ბათუმმა” ახალი მოთამაშე დაიმატა
Next: აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin 04/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 03/10/2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

29/10/2025
„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

29/10/2025
BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება biaff_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

29/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

28/10/2025
პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28/10/2025
უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ migracia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ

28/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

29/10/2025
„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

29/10/2025
BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება biaff_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

29/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

28/10/2025
პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.