Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ქალაქის შუაგულში, ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოები ისე განხორციელდა, რომ მაკონტროლებელმა უწყებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

ყოფილი პირველი აფთიაქის ისტორიულ შენობაზე კომპანიამ ლიფტის შახტი ააშენა, რის გამოც საზოგადოება „ჟასმინი“ დაჯარიმდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ საზოგადოებამ კანონმდებლობა არაერთხელ დაარღვია. მიუხედავად არაერთი მითითებისა, სამშენებლო სამუშაოები მაინც გაგრძელდა.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ლიფტის შახტის დემონტაჟი მიმდინარეობს.

„მემედ აბაშიძის ქუჩის №34-ში მდებარე შენობაზე სააქციო საზოგადოება „ჟასმინმა“ უნებართვოდ განახორციელა ლიფტის შახტის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კომპანია დარღვევის გამო რამდენჯერმე დაჯარიმდა, ხოლო დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა 80 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს კომპანიამ სააგენტოში წარმოადგინა საპროექტო ცვლილების დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებს შენობის სახურავზე ლიფტის შახტის მოწყობას. თუმცა, აღნიშნულ ცვლილებაზე შესაბამისი ნებართვა ამ დრომდე გაცემული არ არის. ამჟამად მიმდინარეობს უნებართვოდ დაშენებული შახტების დემონტაჟი,“ – განუცხადეს „აჭარა თაიმსს“ სააგენტოში.


ევროპის მოედანზე მდებარე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაგებობაა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი XX საუკუნის დასაწყისში აშენდა და მისი არქიტექტურა რენესანსულ-ბაროკული და მოდერნის სტილის ელემენტებს აერთიანებს.

ორსართულიანი, მანსარდიანი შენობა გამოირჩევა მდიდარი დეკორატიული გაფორმებით, შპილიანი გუმბათებით, თაღოვანი სარკმლებითა და ნაძერწი ორნამენტებით. ისტორიულ ნაგებობას ხუთი შესასვლელი აქვს, ხოლო ერთ-ერთი მხრიდან შიდა ეზოში თაღოვანი გასასვლელია მოწყობილი.

შენობას გასული საუკუნისა და თანამედროვე პერიოდის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. თავდაპირველად ის ორსართულიანი იყო, მოგვიანებით კი მანსარდა და გუმბათები დაემატა, ფასადები კი დეკორატიული ელემენტებით გაფორმდა.

სპეციალისტების შეფასებით, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა არა მხოლოდ არქიტექტურული ღირებულებით, არამედ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ევროპის მოედნის განაშენიანებაში დომინანტისა და მაორგანიზებელი ნაგებობის ფუნქციას ასრულებს.

 

Post navigation

Previous: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.