Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გონიოში საბავშვო ბაღს მეოთხე წელია ელოდებიან – ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ივლისი 8, 2026
_AJARATIMES.GE

გონიოში საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება. პროექტი ისე დაიწყო, რომ შენობის ტექნიკური მდგრადობა წინასწარ არ იყო შესწავლილი, რის გამოც სამუშაოების მიმდინარეობისას ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არსებული შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ამის შემდეგ პროცესი შეჩერდა.

ბაღის მომავლის საკითხი რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს. „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა კაკაბაძის განცხადებით, არსებული ტერიტორია ფართომასშტაბიანი საბავშვო ბაღის აშენების შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც მერია ახალი ლოკაციის შერჩევაზე მუშაობს. თუმცა, სად იგეგმება ახალი ბაღის მშენებლობა, საკრებულოს წევრს არ დაუკონკრეტებია.

ამ განცხადებამ ადგილობრივ მოსახლეობაში დამატებითი კითხვები გააჩინა. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა არსებული ტერიტორიის მიმართ ინტერესი მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ჰქონდეთ, რომლებიც, მათი თქმით, აღნიშნულ ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით არიან დაინტერესებული.

გონიოში საბავშვო ბაღის არარსებობა ადგილობრივ ოჯახებს ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის. მშობლებს ბავშვების მეზობელ სოფელში ან ბათუმში გადაყვანა უწევთ, რაც დამატებით დროსა და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები ბაღის სხვა ტერიტორიაზე გადატანის იდეას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, არსებული ადგილი მოსახლეობისთვის მოსახერხებელია და სწორედ აქ უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.

არსებული ვითარება დღეს პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მათი განცხადებით, პროექტის გარშემო კორუფციის ნიშნები იკვეთება, ხოლო „ქართული ოცნება“ საკითხის მიმართ უპასუხისმგებლოდ მოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შენობა რეალურად მდგრადია, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში საპირისპირო შეფასება აისახა, რის საფუძველზეც ობიექტი ავარიულად გამოცხადდა. მათივე შეფასებით, ტერიტორიის მიმართ ინტერესი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ბიზნესჯგუფებს აქვთ.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, „აჭარა თაიმსს“ ბათუმის მერიამ წერილობითი განმარტება მიაწოდა.

უწყების ინფორმაციით, გონიოს №29 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.

მერიის ცნობით, მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია ეკონომიკურად მიზანშეწონილი აღარ იყო, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დემონტაჟისა და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი სამშენებლო რეგულაციების შესაბამისად, არსებული მიწის ნაკვეთი საჭირო სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს, რის გამოც ამ ეტაპზე გონიოში ახალი საბავშვო ბაღისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები მიმდინარეობს.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დროებით სხვა საბავშვო ბაღებში არიან გადანაწილებული და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბათუმის მერიამ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ბათუმში მოქმედი 38 საბავშვო ბაღიდან ამჟამად 12-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

ბათუმში N34 საბავშვო ბაღი დაიხურა – მიზეზად შენობაზე გაჩენილი ბზარები სახელდება

როგორ დასაქმდნენ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოში

 

Post navigation

Previous: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026
ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს charbi wona_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ოქტომბერი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.