Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ვოლიერი წინასაარჩევნოდ, ფარშევანგები სამომავლოდ – ქობულეთის მერია ადგილობრივებს სანახაობას ჰპირდება

სულხან მესხიძე ოქტომბერი 17, 2024
farshevangebi_AJARATIMES.GE

წლებია ქობულეთის ათეულობით სოფელი სასმელი წყლის გარეშეა, ამ დროს კი მუნიციპალიტეტის მერია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ფარშევანგების ვოლიერს უშენებს.

ტურისტული ქალაქის ცენტრალურ პარკში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა არავინ იცის გალიებში ფარშევანგებს როდის გამოკეტავენ. მერიაში “აჭარა თაიმს” უთხრეს, რომ წელს მხოლოდ ვოლიერის მშენებლობის ფული გააჩნდათ, ხოლო ფარშევანგების ყიდვას სამომავლოდ აპირებენ.

„მაშინ, როდესაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემაა, მაგალითად მოსახლეობა ებრძვის გაზიფიცირების პრობლემას, მათ არ აქვთ სასმელი წყალი და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია ამ დროს ხელისუფლება დასცინის ადამიანებს წინასაარჩევნოდ. ეს ადგილობრივების შეურაცხყოფაა,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი თედო ზოიძე.

ვისი სურვილით ან მოთხვნით შენდება ფარშევანგის ვოლიერები და რამდენი დაიხარჯა პროექტისთვის? კითხვებზე ქობულეთის მერიაში არ გვიპასუხეს.

“დიდი გალია გვჭირდება ჩვენ, რომ ამ პირობებში ვცხოვრობთ. ასე ტურისტები უფრო კარგად ნახავენ რა ექსპონატებიც ვართ. ეს ვოლიერი ალბათ ჩემს სოფელში ბუნებრივი აირის დაზიანებული და ჩამოყრილი მილებით გააკეთეს. იმდენი პრობლემა და საჭიროება გვაქვს, გადარჩენისთვის ვიბრძვით და მერია დაგვცინის, ვოლიერს გვიშენებს. ალბათ ივანიშვილს გამოექცა ფარშევანგები ზოოპარკიდან და აჰა იყოს ქობულეთში ნახავენო. წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, კარგი თემები გვეძლევა სამჯელოდ რომ მარტივად დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ნიგო ცეზარიშვილმა. 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=lYR847_nqCo[/embedyt]

Post navigation

Previous: შსს-მ ავტომობილები უკანონოდ ჩამოგვართვა – ენმ
Next: პოდკასტი: ნინო ჩხეტია საკანონდებლო ინიციატივებსა და საარჩევნო გეგმებზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

აჭარა თაიმსი ივლისი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 24, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798 5
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.