Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რას გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივა – სალომე ზურაბიშვილის განცხადება ვრცლად

აჭარა თაიმსი მაისი 26, 2024
IMG_4726

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს “ქართული ქარტია” შესთავაზა. რას გულისხმობს მისი ეს ინიციატივა, გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის ტექსტს სრულად, სტილის დაცვით:

“ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:

  1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების  კანონებს და სხვა. ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია.
  2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

➢ სასამართლოს გათავისუფლება

• გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის  შემოწმების გზით;

• შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა  მისი რეპუტაცია;

• შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;

• შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;

• სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა  ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;

• მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

• გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

➢ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  ძირეული რეფორმა შეეხება:

  • ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:
  • დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
  • ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
  • იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.

➢ საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:

  • სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
  • ორჯერ არჩევის შესაძლებლობა;
  • საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათარამოსამართლე წევრებს.
  • რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

➢ პროკურატურას

  • გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით;
  • საპროკურორო საბჭო გაძლიერდება

➢ სუსი/შსს

ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.

➢ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.

➢ ანტიკორუფციულ სააგენტოს

  • გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით.
  • • სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

➢ ეროვნულ ბანკს

  • დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით;
  • გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;
  • გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.

➢ მარეგულირებელ ორგანოებს

• გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.

➢ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო  პირობები:

დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და   ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

➢ ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: Ნატო გელაშვილი, ჭოხოები, ზუკა ხუციშვილი & ბენდი G17-ში
Next: პრეზიდენტი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევის და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოდის

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.