Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს – ელჩი

აჭარა თაიმსი მაისი 2, 2024
_AJARATIMES.GE - 1

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს.

“მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ

დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი. ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს” – წერს ელჩი.

Post navigation

Previous: ბათუმში აქცია 2 მაისსაც გაიმართება
Next: პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა – ადმინისტრაცია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.