Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
buneba_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020–2024 წლებში საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების შენარჩუნებისა და აღდგენის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულია როგორც უნიკალური და მრავალფეროვანი, ხოლო ქვეყანა კავკასიის ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილში“ მდებარეობს. მიუხედავად ამისა, გამოვლინდა რიგი სისტემური გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს დაცული სახეობების ეფექტიან მართვასა და კონსერვაციაზე.

დასკვნის თანახმად, 2014–2020 წლების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა „წითელი ნუსხის“ განახლებასა და მასში შემავალი სახეობების კონსერვაციული სტატუსის გაუმჯობესებას, თუმცა რიგი ამოცანები დადგენილ ვადებში არ შესრულდა და მათი ნაწილი 2026 წლის მდგომარეობითაც კვლავ შეუსრულებელია.

აუდიტმა დაადგინა, რომ „წითელი ნუსხის“ განახლება კანონით განსაზღვრულ 10-წლიან ვადაში არ განხორციელებულა. 2006 წელს შედგენილი ნუსხა 2014 წელს ხელახლა დამტკიცდა, თუმცა სახეობების დამატება, ამოღება ან სტატუსების გადახედვა არ მომხდარა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები მწირია და სახეობების, ჰაბიტატებისა და ეკოსისტემების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას სისტემური ხასიათი არ აქვს.

სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლების მოქმედი სისტემა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას არ შეესაბამება. ასევე აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო პროცესში სათანადო წამყვან როლს არ ასრულებს და არ არის განსაზღვრული ერთიანი მიდგომა არსებული რესურსებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

აუდიტში ასევე აღნიშნულია, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონაცემების შეგროვების მიმართულებით სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო განსხვავებული მეთოდებით მუშაობენ და არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებული, ერთიანი მონიტორინგის მინიმალური სტანდარტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, არსებული პრაქტიკა ზრდის პროცესის ფრაგმენტულობისა და რესურსების არაეფექტიანი გამოყენების რისკს, რის შედეგადაც შესაძლოა „წითელი ნუსხა“ სრულად ვერ ასახავდეს სახეობათა რეალურ კონსერვაციულ მდგომარეობას და ზღუდავდეს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვას.

Post navigation

Previous: ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი
Next: სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 29, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.