Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების საქმეზე ჯამში რვა პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მათგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე ძებნა გამოცხადდება.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიება შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების საქმიანობას და სავარაუდო კორუფციულ სქემას, რომლის შედეგადაც სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისება და მისი ლეგალიზაცია მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2019 წელს სს „საქართველოს რკინიგზის“ მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანი კომპანიის კუთვნილი შავი ლითონის მოტყუებით დაუფლება და შემდგომ მისი რეალიზაცია იყო. საქმეში ფიგურირებენ კომპანიის ყოფილი მაღალჩინოსნები და რამდენიმე კერძო კომპანია.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი სქემის ფარგლებში 2020-2021 წლებში უკანონოდ იქნა დაუფლებული „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რომელიც შემდგომში 17,3 მილიონ ლარზე მეტად გაიყიდა. გამოძიების ვერსიით, თანხები სხვადასხვა კომპანიის ანგარიშებზე ირიცხებოდა, რის შემდეგაც ხდებოდა მათი განაღდება და განაწილება.

საქმის ერთ ეპიზოდში საუბარია ასევე 2022 წელს „საქართველოს რკინიგზასა“ და კერძო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის შესრულებისას, გამოძიების მტკიცებით, სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიამ დამატებით 403 844 ლარი მიიღო.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, ფულის გათეთრების, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და სხვა მუხლებით, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 29, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.