Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
cesko_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა ფინანსური მართვისა და შიდა კონტროლის სისტემასთან დაკავშირებული არაერთი ხარვეზი.

აუდიტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ნაწილში ცესკოში თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა სათანადოდ არ ხდებოდა, არ ივსებოდა სამუშაო დროის ტაბელები და შენობის ტურნიკეტის მონაცემები ბუღალტერიაში არ აისახებოდა, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზეც. აუდიტის პერიოდში, ცესკოში მოქმედებდა დანამატების გაცემა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი მოცულობით, რაც შესაბამისი შიდა გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდებოდა.

სახელმწიფო აუდიტმა ხარვეზები გამოავლინა შესყიდვების პროცესშიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბაზრის კვლევის პროცესი სათანადოდ არ იყო დოკუმენტირებული და ვერ დგინდებოდა, რა მეთოდებითა და რა მოცულობით ტარდებოდა კვლევა. ასევე, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვებისას ტექნიკური მოთხოვნები არასაკმარისად დეტალიზებული იყო, რაც, აუდიტის შეფასებით, არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების რისკს ზრდიდა და პოტენციური მონაწილეების ინტერესს ზღუდავდა.

ანგარიშში ცალკე არის განხილული საარქივე და სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვაც. აუდიტის მიხედვით, აღნიშნული პროცესი განხორციელდა შესყიდვების სააგენტოს მეთოდური მითითებების სრულად გათვალისწინების გარეშე, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინა შესყიდვის ღირებულებისა და ეკონომიურობის შეფასებაზე.

დოკუმენტის მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა მივლინებების ხარჯების ანაზღაურების მიმართულებითაც, სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას ადგილობრივი ბაზრის სრულყოფილი კვლევა არ ხდებოდა, რაც ხარჯების ზრდის მიზეზად სახელდება.

აქტივების მართვის ნაწილში აუდიტმა დაადგინა, რომ ცესკოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაცია სრულად არ ჩაუტარებია, რის გამოც ორგანიზაციას აქტივებისა და ვალდებულებების ზუსტი აღრიცხვის შესაძლებლობა ეზღუდებოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია შიდა კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებზე. აუდიტის სამსახურის შეფასებით, შიდა აუდიტის სუბიექტის დამოუკიდებლობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სრულად უზრუნველყოფილი არ იყო.

ხარვეზები გამოვლინდა ავტოპარკის მართვასა და ტრანსპორტის ხარჯების ნაწილშიც. კერძოდ, სამორიგეო ავტომობილების თანამშრომლებზე გამოყოფა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა, საწვავის ხარჯვის ლიმიტების განსაზღვრის კრიტერიუმები არ არსებობდა, ხოლო დაქირავებული ტრანსპორტის მომსახურების ნაწილში გადაზიდვების მოცულობისა და მარშრუტების სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

Post navigation

Previous: ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
Next: საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 29, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.