Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ფულის გათეთრების ფაქტებზე 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 9, 2023
prokuratura_ajaratimes.ge

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში – ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში – მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: მუნიციპალიტეტებში მიწების რეგისტრაცია 2024 წლის აგვისტოში დასრულდება
Next: სისხლისსამართლებრივი დევნა 99 ადამიანის მიმართ დაიწყო, აქედან 10 თანამდებობის პირი იყო – პროკურატურა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

სექტემბერი 2, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 2, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 2
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

სექტემბერი 2, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 2, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.