Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სახელმწიფო – ანგარიშის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2025
specrazmi_AJARATIMES.GE

ფოტო: აჭარა თაიმსი / ბაჩანა საჯაია

საქართველოში მოქმედმა 11-მა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ერთობლივი დოკუმენტირების ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მშვიდობიანი და ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა თან ახლდა ადამიანის უფლებების სისტემურ და მძიმე დარღვევებს. დოკუმენტირება დაფუძნებულია როგორც საჯარო ინფორმაციაზე, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებსა და 117 სიღრმისეულ ინტერვიუზე. რესპონდენტთა 77.7% მიუთითებს, რომ ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ანგარიშში აღწერილია პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობის ფორმები, რომლებიც, ავტორების შეფასებით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათის და ფართო გავრცელების მანიშნებელია. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი სპეციალური საშუალებები, რაც ანგარიშში შეფასებულია როგორც შეკრების თავისუფლების უკანონო და არაპროპორციული დარღვევა.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას. ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტები საპოლიციო ძალადობის განსაკუთრებული სამიზნეები გახდნენ, რაც მნიშვნელოვნად წაახალისა „ქართული ოცნების“ მიერ მედიის წინააღმდეგ წარმოებულმა მადისკრედიტირებელმა კამპანიებმა. დოკუმენტირებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის 108 შემთხვევა.

ანგარიში ასახავს პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკას. ავტორების შეფასებით, სამართლებრივი მექანიზმები სისტემურად იქნა გამოყენებული აქციის მონაწილეთა დასასჯელად – მათ შორის, თავად ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. სისხლის სამართლის წესით 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება პასუხისგება საპროტესტო აქტივობაში მონაწილეობის გამო.

დოკუმენტში ასევე განხილულია რეპრესიების სხვა ფორმებიც – იძულებითი გაუჩინარებები, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების უკანონო ჩხრეკა, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დისკრიმინაციული გათავისუფლება და საკანონმდებლო მანდატების ბოროტად გამოყენება.

ანგარიშის შემდგენლები კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებსა და მაღალჩინოსნებს სისტემურ რეპრესიებში პასუხისმგებლობას აკისრებენ. მათი შეფასებით, ძალადობის წაქეზება, გამოძიების არაეფექტიანობა და სასამართლო სისტემის მიკერძოებულობა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები გამიზნული, თანმიმდევრული და პოლიტიკურად მართული პროცესია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების სამივე შტო — აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო — ერთიანად არის ჩართული რეპრესიულ მმართველობაში, რაც იწვევს ნდობის სრულ კოლაფს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე და აქტიურად დააკვირდეს დემოკრატიის უკუსვლის პროცესს საქართველოში.

Post navigation

Previous: ფ/კ ბათუმის კაცთა გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა
Next: ფ/კ ბათუმმა სეზონი ბრინჯაოს და ვერცხლის მედლით დაასრულა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.