Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„ქედლების თასი 2025“- სამოყვარულო ტურნირმა სტარტი აიღო

აჭარა თაიმსი აპრილი 19, 2025
_AJARATIMES.GE

19 აპრილს, ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე, სტარტი აიღო სამოყვარულო ტურნირმა ფეხბურთში – „ქედლების თასი 2025“-მა. ტურნირი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში მცხოვრებ გვარებს შორის ტარდება.

როგორც „ქედლების თასი 2025“-ის ორგანიზატორმა, ონისე ჯოყილაძემ “აჭარა თაიმს” განუცხადა, შეჯიბრებაში რვა-ცხრა გუნდი მონაწილეობს.

„ტურნირში მონაწილეობს რვა-ცხრა გუნდი: ქედელიძეები, ჯოყილაძეები, შავაძეები, შანთაძეები, ბოლქვაძეები, დეკანაძეები, მეხეშიძეები და ჯორბენაძეები,“ – ამბობს ონისე ჯოყილაძე.

შეჯიბრებაში მონაწილე გუნდი ექვსი ფეხბურთელისგან შედგება. მატჩის ხანგრძლივობა 30 წუთია – ორი 15-წუთიანი ტაიმი.

„ტურნირი გრძელდება ორი დღე. თამაშის წესები ასეთია – ვთამაშობთ დაახლოებით რვა გუნდი, რომელიც ექვსი კაცისგან შედგება და ასევე ჰყავთ მოთამაშეები შეცვლაზე,“ – გვითხრა ლაშა ჯიმშერაძემ.

„ქედლების თასი 2025“ წელს მესამედ ტარდება. როგორც შეჯიბრის ორგანიზატორმა გვითხრა, თავდაპირველად ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ასამაღლებლად ჩაატარეს, ახლა კი შეჯიბრება სოფლის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ორგანიზატორები სამომავლოდ ტურნირის მასშტაბის გაზრდას გეგმავენ და მასში სხვა სოფლების ჩართვა სურთ.

„პირველი ტურნირი მეგობრებმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ჩავატარეთ. პირველმა ტურნირმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა ადგილობრივებში, რომ გადავწყვიტეთ, ტრადიციად გვექცია. მომავალში ვგეგმავთ, სხვა სოფლებსაც ვთხოვოთ, შემოგვიერთდნენ ამ კარგ საქმეში და მიიღონ მონაწილეობა. თუ დღეს სტაბილურად მონაწილეობს რვა გუნდი, გვინდა, რომ 15, 16, 20 გუნდამდე ავიდეთ,“ – გვიყვება ონისე ჯოყილაძე.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავს აეროპორტში დაჯდომა უჭირს
Next: ავარია ბათუმში – პირველადი ცნობებით, ერთმა ადამიანმა კიდური დაკარგა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026
ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

აგვისტო 22, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.