Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვნები და ჯგუფის ლიდერი

აჭარა თაიმსი იანვარი 28, 2026
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ლიდერი. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ, ხოლო უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს წინასწარი შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.

დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც ნაქურდალ საქონელს იბარებდნენ მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დაკავებული ექვსი პირიდან ორი არასრულწლოვანია.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ სქემაში სისტემატურად ჩართავდა არასრულწლოვნებს, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ მოზარდებს. გამოძიების ინფორმაციით, ლიდერი კონტაქტზე იყო ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით სასურსათო ობიექტებს ქურდავდნენ.

არასრულწლოვნები სხვადასხვა ობიექტიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს ისინი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში აბარებდნენ. მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი, გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის ლიდერს რჩებოდა.

ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და მათ კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები.

გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: გონიოელებმა ბათუმის მერიასთან მიწების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
Next: ჩაქვში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აშენებენ – „კუპატას“ დაპირება შეუსრულებელი დარჩა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.