Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

სულხან მესხიძე მაისი 6, 2026
eliso bolqvadze_AJARATIMES.GE

აჭარის კულტურის სამინისტრო ერთი წელია, რაც შეიქმნა. უწყების ხელმძღვანელმა ამ პერიოდში 59 დღე შვებულებაში გაატარა, ამის შესახებ „აჭარა თაიმსისთვის“ უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული 59 დღიდან 38 დღე ანაზღაურებად შვებულებას უკავშირდება. ამავე ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძე პარალელურად ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებებშიც იმყოფებოდა.

საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მინისტრმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებში ჯამში 57 დღე დაჰყო. ამ მივლინებების უმრავლესობა ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა კონკრეტული თანხების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ „აჭარა თაიმსს“ არ მიაწოდა.

საერთო ჯამში, შვებულებებისა და მივლინებების გათვალისწინებით, მინისტრი 11 თვის განმავლობაში სამინისტროს სამუშაო პროცესში 116 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

ელისო ბოლქვაძე სამსახურში მისასვლელადაც საბიუჯეტო რესურსებს იყენებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მან განაცხადა, რომ ოთხი ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც ბიუჯეტის თანხებით შეიძინეს, მას და თანამშრომლებს ემსახურება. ტრანსპორტის შეძენას ბიუჯეტიდან 236,800 ლარი მოხმარდა.

მინისტრის თქმით, „ფეხით ვერ დადიან, რადგან ოფისი შორს არის“.

ელისო ბოლქვაძემ ბიუჯეტის ფულით 2,200 ლარიანი ყავის აპარატი და 3,000 ლარის ღირებულების სასუსნავებიც შეიძინა. ჩინოვნიკი მისი საქმიანობის გაპიარებისთვისაც ბიუჯეტის სახსრებს იყენებს. კერძოდ, მან საპიარო მასალების მომზადება დაუკვეთა პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედს“, რისთვისაც 4,940 ლარი გადაიხადეს.

გარდა იმისა, რომ ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს საკუთარი ინტერესებით განკარგავს, ის ასევე, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ რესურსებსაც კარგად იყენებს. „ქართული ოცნების“ მთავრობა წლებია აფინანსებს მის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2014 წლიდან ფინანსდება „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“ და ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ მიმართულებით სულ რვა პირდაპირი შესყიდვა იძებნება.

ყველა შემთხვევაში შემსყიდველად ფიქსირდება სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება. მაგალითად, 2024 წელს დაფინანსებამ 6,861,600 ლარი შეადგინა, 2025 წელს – 6,258,300 ლარი, ხოლო 2026 წლის გეგმით 7,186,700 ლარია გათვალისწინებული. ფესტივალების ორგანიზება, არსებული მონაცემებით, სრულად ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც ცნობილია, ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ ფესტივალებს 2022-2023 წლებშიც ახორციელებდა, თუმცა სახელმწიფო დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ასევე დაზუსტებული არ არის, რა წყაროებიდან დაფინანსდა 2025 წლის ღონისძიებები.

კიდევ რა თემებია დაკავშირებული ელისო ბოლქვაძესთან, ნახეთ აქვე ⇓

ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის 250 000 ლარის დაფინანსებას აჭარის კულტურის სამინისტროსგან ითხოვს

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: „დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.