
ქობულეთში, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა კაცი ავტომობილით გადაადგილებისას გააჩერეს. პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.