
ქობულეთში, დღეს დილით, მშენებარე კორპუსზე დასაქმებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ, რომლებსაც კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
პირველადი ინფორმაციით, კაცი შენობის მე-4 სართულზე იპოვეს. იმ შემთხვევაში თუ მომხდარზე შსს დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს, მასალა განახლდება.