Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ ახალი მფლობელი ოფიციალურად დასახელდა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 30, 2025
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმს“ ახალი მესაკუთრე ჰყავს. კლუბის 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“ უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ახალი მესაკუთრის შესახებ „დინამო ბათუმმა“ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“-მა შეიძინა. სააქციო საზოგადოებამ „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი 30-მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო. „დინამო ბათუმის“ შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ,“ – წერია განცხადებაში.

„დინამო ბათუმი“ განმარტავს, რომ ახალი ხელმძღვანელობა კლუბის არსებული პრობლემების მოგვარებასა და განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას პირდება. ახალი მენეჯმენტის პირველადი სამოქმედო გეგმა ფინანსური და იურიდიული პრობლემების, მათ შორის ფიფას მიერ დაწესებული სატრანსფერო შეზღუდვის, მოგვარებას ითვალისწინებს. სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“-მა კლუბზე სრული კონტროლი 29 დეკემბერს მოიპოვა.

რაც შეეხება „თოლიების“ ახალ მესაკუთრეს, „დ.ბ 1923“ ბათუმელი ბიზნესმენის, თემურ მიქელაძის მფლობელობაშია. „მეტროპოლისისა“ და „კროკობეთის“ თანადამფუძნებლის თქმით:

თემურ მიქელაძე:

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, ვიყო ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ „დინამო ბათუმთან“ ერთად მიაღწიეს.“

განცხადებაში მიქელაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „დინამო ბათუმი“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნება, რაც კლუბში ფინანსურად მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება აღნიშნული პროექტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცესი „გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე“ დაიწყება.

„ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. სწორედ ამიტომ „დინამო ბათუმი“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნება. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხება როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ისე გულშემატკივართა ჯგუფებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი ექნება, კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ბევრი ადამიანი მოისურვებს ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს,“ – წერია განცხადებაში.

„დინამო ბათუმის“ ტრანსფორმაციისა და ახალი მფლობელისთვის გადაბარების პროცესში ჩართულია საკონსულტაციო კომპანია Sports Orient, რომელიც დეკემბერ-იანვრის პერიოდში კლუბში აუდიტს ჩაატარებს და ახალ მესაკუთრეს ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებაში დაეხმარება.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდა – ქუჩების ჩამონათვალი ცნობილია
Next: ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმის“ კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „ქუთაისის ტორპედოსთან“ დამარცხდა

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.