Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გონიოელებმა ბათუმის მერიასთან მიწების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

სულხან მესხიძე იანვარი 28, 2026
gonioelebi_AJARATIMES.GE

ბათუმის მერიასთან გონიოელთა იმ ნაწილის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც წლებია მიწის ნაკვეთების დაკანონებას უშედეგოდ ითხოვენ. საუბარია გონიოს ციხის მიმდებარედ არსებულ მიწებზე, რომლებსაც ადგილობრივები ისტორიულად ფლობენ, თუმცა საკუთრების უფლება ამ დრომდე რეგისტრირებული არ აქვთ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო უწყებას განცხადებით მიმართეს, თუმცა მიწების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. გონიოელების თქმით, ფინანსური დანახარჯების გარდა, რეგისტრაციის არარსებობის გამო ისინი ვერ ახერხებენ საკუთრებით სრულფასოვან სარგებლობას და საკუთარი სურვილით მის განკარგვას.

გონიოელებს მამაპაპისეული მიწები წინა ხელისუფლების – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩამოერთვათ. ნაწილის შემთხვევაში საკუთრების უფლება სასამართლოს გზით აღდგა, ნაწილმა კი მიწები „ქართული ოცნების“ მთავრობის დახმარების შედეგად დაიბრუნა, თუმცა დარჩენილი ნაკვეთების საკითხი კვლავ მოუგვარებელია.

ბათუმის მერიასთან შეკრებილ გონიოელებს დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა კაკაბაძე და ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და რთულია იმის თქმა, თუ როდის გადაწყდება საკითხი მოქალაქეების სასარგებლოდ.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“ საქართველოს კიბერფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობს
Next: შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვნები და ჯგუფის ლიდერი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

აჭარა თაიმსი ნოემბერი 15, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 14, 2026
gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.