მოფარიკავე აჭარიდან, ანანო ჯინჭარაძე რაპირით ფარიკაობაში ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან წარმატებით იასპარეზა საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – Marathon Fleuret 2026, სადაც კადეტებს შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჯინჭარაძემ ტურნირის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო სამ ჯგუფურ ეტაპსა და დაახლოებით 25 ბრძოლაში. Marathon Fleuret ახალგაზრდა მოფარიკავეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირად ითვლება და იგი ყოველწლიურად საფრანგეთში იმართება. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი: U14 და U17 (კადეტები).
საქართველოს სახელით ტურნირზე 14 სპორტსმენი ასპარეზობდა: 10 კადეტი (ხუთი გოგო და ხუთი ბიჭი) და ოთხი U14 ასაკობრივი კატორიის მოფარიკავე (ორი გოგო და ორი ბიჭი). 2026 წლის ტურნირი პარიზში, 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე