Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის

აჭარა თაიმსი აპრილი 14, 2026
_AJARATIMES.GE

აჭარაში ახალი სამინისტრო 2025 წლის მარტში შეიქმნა და მის ხელმძღვანელად  მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, კულტურის მინისტრი პირადად წარადგინა და თქვა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურის ცალკე სამინისტროდ გამოყოფა, ამ სფეროს კიდევ უფრო „ეფექტიანად გააძლიერებდა“.

კულტურის სამინისტროს დაფინანსება, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად,  44 482 700 ლარით დაიგეგმა. აქედან 21 634 600 ლარი 1 893 მომუშავის (მხოლოდ შტატში დასაქმებულები) შრომის ანაზღაურებაზე გაიწერა.

„აჭარა თაიმსმა“ გადაწყვიტა, სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროების შესწავლით, გაგაცნოთ, რომელი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა აჭარაში და რაზე წარიმართა უწყების ბიუჯეტი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ელექტრონული ტენდერის გზით, სამინისტრომ ოქტომბერში უკვე შეიძინა მეორე კლასის ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 47 800 ლარად მიაწოდა. კიდევ სამი მსუბუქი, II კლასის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება 2025 წლის დეკემბერში იყიდა და 189 000 ლარი გადაიხადა. ამდენად, აჭარის მთავრობის ახალ უწყებას, რომელიც გასული წლის მარტში შეიქმნა, დეკემბერში უკვე ჰქონდა ოთხი ახალი ავტომობილი რომელთა ჯამური ღირებულება 236,800 ლარს შეადგენს.

გარდა აღნიშნულისა, 2025 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარის კულტურის სამინისტრომ, 2025 წლის სახსრებით, რამდენიმე კულტურული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება შეისყიდა.

აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვები (ცხრილში შეტანილი არაა ისეთი ტენდერები, რომელთა შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ნივთები და სხვა ადმინისტრაციული ან საოფისე დანიშნულების საქონელი და მომსახურება)

შესყიდვის ობიექტი ღირებულება შენიშვნა
ვალენსიის თეატრის ხელოვანთა კონკურსში – „Young Artist Programme“ – მონაწილეთა საჰაერო ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების (საუზმით) მომსახურების შესყიდვა 5 800 ლარი გადახდილია
სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ორგანიზება 42 222 ლარი გადახდილია
ფოლკლორული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესყიდვა 40 850 ლარი 20 400 ლარი, ავანსის სახით
ფოლკლორული ანსამბლებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესყიდვა 25 000 ლარი გადახდილია
ფოტოაპარატის შესყიდვა აქსესუარებთან ერთად 14 799 ლარი გადახდილია
ფრიდონ ხალვაშის წიგნის „ომრი“ სასტამბო წესით ბეჭდვა/მოწოდების შესყიდვა 4 900 ლარი გადახდილია
3 ერთეული ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება 25 000 ლარი გადახდილია 20 518 ლარი
ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ლაშქარი“ რუმინეთის რესპუბლიკის ქალაქ კონსტანტაში ფესტივალზე ,,Tade Union” (გასტროლი) საავტომობილო ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა 14 800 ლარი გადახდილია
ქედის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ბეთლემი“ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ გაზიფაშა/ანტალიაში საავტომობილო სატრანსპორტო მომსახურეობის შესყიდვა 13 390 ლარი გადახდილია
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლის – „მართვე“ – კონცერტის ორგანიზება 44 000 ლარი გადახდილია
ღონისძიების – ,,ამბები ბათუმზე’’ – ფარგლებში სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვა, თბილისი -ბათუმი – თბილისის მიმართულებით 2 199 ლარი გადახდილია
პროექტი „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ – მონაწილეთა სასტუმროში განთავსების, კვების უზრუნველყოფით, მომსახურება 21 600 ლარი გადახდილია
„ლაზური სიმღერის კონცერტის“ ორგანიზება, თბილისი-ბათუმი-ხულო – თბილისის მიმართულებით ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება 25 920 ლარი გადახდილია
„მუსიკალური ბათუმი 2025-ის“ ფარგლებში, ქალაქური სიმღერების საღამოს ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა 27 700 ლარი გადახდილია
„კულტურის ბანაკი“ – მონაწილეთა 21 პირის სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა, საუზმით, ყავის შესვენებით და ვახშმით 12 425 ლარი გადახდილია
„მომავლის ბანაკი“ ფარგლებში, ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა 14 475 ლარი გადახდილია
მხატვართა საერთაშორისო პროექტში ხელოვნების
კოლონია სახელწოდებით – ,,ARTDULCINIUM’’- მონაწილეობის მისაღებად საჰაერო ტრანსპორტირების შესყიდვა
5 800 ლარი გადახდილია
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის გასტროლი ბათუმის ილია
ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში – ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვა
13 333 ლარი გადახდილია
სასცენო სამოსის სახელმწიფო შესყიდვა 96 000 ლარი გადახდილია 48 000 ლარი, ავანსის სახით
პროექტის – ,,ჩემი ოცნების ბათუმო’’ – მონაწილეთა ტრანსპორტირების და სასტუმროში განთავსების მომსახურების შესყიდვა, თბილისი-ბათუმი-თბილისი 5 939 ლარი გადახდილია
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდ “OFF SIDE“-ის მონაწილეობისთვის ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში, იაპონურ-ქართული კულტურის საღამოზე, ავიაბილეთების შესყიდვა 18 894 ლარი ხელშეკრულება გაფორმებულია, გადახდა არ ფიქსირდება
ღონისძიების – „კონსტანტინე პევზნერის და შოთა მილორავას საღამო, გახსენება” ორგანიზება, ტრანსპორტირება თბილისი-ბათუმი-თბილისი 6 000 ლარი ხელშეკრულება გაფორმებულია, გადახდა არ ფიქსირდება
ბათუმის საზაფხულო თეატრში საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზების უზრუნველსაყოფად კონცერტის მონაწილეთა საჰაერო ტრანსპორტირების, ტრანსფერის, სახმელეთო ტრანსპორტირების, კონცერტის წამყვანებისა და ფონური ქორეოგრაფიული მომსახურების შესყიდვა 9 378 ლარი ხელშეკრულება გაფორმებულია, გადახდა არ ფიქსირდება

მოცემული ჩამონათვალი მოიცავს ელექტრონული ტენდერის გზით შეძენილ საქონელსა და მომსახურებას, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებებით, რომელთა ღირებულება, ჯამში,  490 424 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ნოემბერში, საოფისე ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მონაწილე  შპს „შპონიმაქსმა“ სამინისტროს ავეჯის მიწოდება 55 885 ლარად შესთავაზა. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა. ასევე, დაგეგმილია გურამ ბზვანელის საღამო, რომელშიც, როგორც ჩანს, თბილისელი სტუმრები მონაწილეობენ, რადგან ტენდერი გამოცხადებულია მონაწილეთა შიდა და საქალაქთაშორისო (თბილისი-ბათუმი-თბილისი) ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების მიზნით.

პრეტენდენტმა სამინისტროს მომსახურების გაწევა 9 500 ლარად შესთავაზა, თუმცა, ამ მდგომარეობით, მხარეებს ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. ნოემბერში გამოცხადებულ ტენდერებს შორისაა ანსამბლ ,,ოჰოინანას“ ტრანსპორტირება სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანში, საერთაშორისო ფესტივალ ,,ერევანი 2025-ში“ მონაწილეობისთვის. ტრანსპორტირების, კვებისა და სასტუმროს მომსახურების ხარჯი 19 500 ლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვებში, უპირატესად, მარშრუტი არის თბილისი-ბათუმი-თბილისი, რაც ნიშნავს, რომ სამინისტრო თანხებს გამოყოფდა ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრების თბილისიდან ჩამოყვანისა და თბილისში დაბრუნებისთვის. რამდენიმე შემთხვევაში, დამატებულია ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური. ამავდროულად, თუ უწყების FB-გვერდს გადახედავთ, მარტივად შეამჩნევთ, რომ კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე, ძირითადად, წარმოდგენილი არიან აჭარისა და ბათუმის აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოების თანამდებობის პირები.

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე შემსრულებლებად, ძირითადად, „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილ პირებს იწვევენ. მაგალითად, შემოქმედებით საღამოში ,,ამბები ბათუმზე“, რომელიც ზურაბ გორგილაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, ნანული აბესაძე, მურმან ჯინორია, ბექნუ ქაფიანიძე და ნინო გულიაშვილი. საღამო ნიკოლოზ წულუკიძეს მიჰყავდა. გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში კი გვხვდებიან ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში. არაერთი ხელშეკრულება, ექსკლუზიურად, გაფორმებულია „ღამის შოუს“ ბენდთან, ასევე, „ურსასთან“.

აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს გამარტივებელი შესყიდვები (კულტურული ღონისძიებების ორგანიზები ფარგლებში)

შესყიდვის ობიექტი ღირებულება ნომერი
სასტუმროს მომსახურება, 31 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი 1 740 ლარი CMR250139814
შუახევობა 2025, 28 ოქტომბერს, ღონისძიების ორგანიზება, რეჟისორი, წამყვანი, სცენარის ავტორი და სხვა 44 600 ლარი CMR250139127
ჯგუფ „ღამის შოუს ბენდის“ მომსახურება, 90-წუთიანი პროგრამა, 15 სიმღერა, მათ შორის 8 საავტორო. 30 612 ლარი CMR250139063
„ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“ – ქართველი საოპერო კომპოზიტორების გალა კონცერტის ორგანიზების მიზნით, სასტუმროს მომსახურების შესყიდვა 4 015 ლარი CMR250131368
24 დან 26 სექტემბრის ჩათვლით, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტის ორგანიზება 43 920 ლარი CMR250122257
ფოკლორული ანსამბლების, „შუახევისა“ და „ზე-კართან’’, ტრანსპორტირება თურქეთის რესპუბლიკაში, ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობისთვის 14 000 ლარი CMR250109090
სასტუმროში განთავსების მომსახურება (საერთაშორისო ექსპერტის ხასან ჰალილის სასტუმროში განთავსება 11-14 აგვისტო) 971 ლარი CMR250109074
კულტურის საკითხებში ექსპერტის, ხასან ჰალილის 13 აგვისტოს შეხვედრა ახალგაზრდებთან კაფე „რვაფეხაში“, იმავე დღეს გაიმართა დასკვნითი შეხვედრა-ლანჩი  „რედისონ ბლუ ბათუმის“ რესტორანში 720 ლარი

863 ლარი

CMR250108265
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო 2026 წელს გეგმავს სახელოვნებო საპილოტე კოლეჯის შექმნას. აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების, კოლეჯის ფუნქციონირების სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გაცნობისთვის, საერთაშორისო ექსპერტ ხასან ჰალილის ვიზიტი, ლანჩი სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“  და ვახშამი  სასტუმრო „ლე მერიდიენის“ რესტორანში 365 ლარი

 

691 ლარი

CMR250108267
სახელოვნებო საპილოტე კოლეჯის შექმნასთან დაკავშირებით, გამოცდილების გაზიარების, კოლეჯის ფუნქციონირების სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გაცნობისთვის,  საერთაშორისო ექსპერტ ხასან ჰალილის ვიზიტი – მგზავრობა და სასტუმროში განთავსება 3 015 ლარი CMR250109074
9 აგვისტოს, „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“, შემაჯამებელი გამოფენა, სამუშაო შეხვედრა-ვახშამი სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში. ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობისა და საბჭოს წევრები, აჭარის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები – სულ 27 სტუმარი. 3 693 ლარი CMR250106855
სახალხო დღესასწაულ „ხელვაჩაურის დღეებში“ მუსიკალურ ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობის შესყიდვა. 34 000 ლარი CMR250104776
სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“, 10 აგვისტოს ღორჯომის ხეობაში,  ზორტიყელში ჯგუფ ,,ღამის შოუს ბენდის“ მომსახურების შესყიდვა 30 729 ლარი CMR250102292
სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, 2025 წლის 2 აგვისტოს ბეშუმში მუსიკალური ჯგუფის „კახაბერი და ხანუმების“ მომსახურება 29 500 ლარი CMR250102101
სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“,  1-10 აგვისტო, აჭარის მაღალმთიანეთში, ბეშუმში, ჩირუხში და ზორტიყელში, მუსიკალური ჯგუფების: „გორდელას“,  „კახაბერი და ხანუმების“, „ურსასა“ და „ღამის შოუს ბენდის“ სასტუმრო და სატრანსპორტო მომსახურება 17 950 ლარი CMR250102099
სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“, 2 აგვისტოს ბეშუმში  და 4 აგვისტოს ჩირუხში ჯგუფ „ურსას“ მომსახურება 60 000 ლარი CMR250102098
სახალხო დღესასწაულის „შუამთობა“,  4 აგვისტოს ჩირუხში ჯგუფ „გორდელას“ მომსახურება 16 000 ლარი CMR250102096
ხულოს ეთნო-ფოლკლორულ ანსამბლ ,,ხელგაშლილასთვის“ ავიაბილეთები და სამოგზაურო დაზღვევა, პორტუგალიაში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით 42 960 ლარი CMR250099045
სამუშაო შეხვედრა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, ვახშამი 64 პერსონაზე 9 623 ლარი CMR250080375
იაპონიის ელჩი, იაპონელი პიანისტი და თარჯიმანი, ლანჩი 414 ლარი CMR250085935
ვახშამი იაპონიის ელჩისა და დელეგაციისთვის 1 124 ლარი CMR250079475
აჭარაში ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულების გამასპინძლება 1 322 ლარი CMR250080118
ჩინეთის დელეგაციის გამასპინძლება 1 328 ლარი CMR250070581

„შუამთობასთან“ დაკავშირებული და სხვა რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში, თითქმის 219 000 ლარი გადახდილია „ღამის შოუს ბენდის“, „ურსას“, „კახაბერისა და ხანუმების“, „გორდელას“ მომსახურებისთვის. აქედან, „ღამის შოუს ბენდს“ 61 341 ლარი ერგო, „ურსას“ – 94 000 ლარი, კახაბერ ცისკარიშვილს 29 500 ლარი გადაუხადეს, ხოლო „გორდელას“ – 16 000 ლარი. დანარჩენი თანხა გადახდილია მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმრო მომსახურებისთვის.

მნიშვნელოვანი ხარჯია გაწეული საპილოტე კოლეჯის შექმნასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მიღების მიზნით. აღნიშნული კოლეჯის გახსნა მომავალ წელს იგეგმება. როგორც ჩანს, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტი ღასან ხალილია (გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში). უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მზადაა, ჩაერთოს საპილოტე სკოლის კონცეფციისა და სტრუქტურის შემუშავებაში და სამინისტროს კონსულტაციები გაუწიოს. აგვისტოში ექსპერტის რამდენიმედღიანი ვიზიტი აჭარაში ბიუჯეტს 6 625 ლარი დაუჯდა.

საინტერესოა ასევე 2025 წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ამავე კომიტეტის წევრებთან და აპარატის წარმომადგენლებთან აჭარაში გამართული შეხვედრა. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართა კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურის სამინისტრო სტუმრებს ვახშმით გაუმასპინძლდა. ირკვევა, რომ რესტორანში ერთი სტუმრის გამასპინძლებაში 150 ლარზე მეტია გადახდილი.

სხვათა შორის, ელისო ბოლქვაძეს დაქვემდებარებულმა უწყებამ 2 200-ლარი ყავის აპარატიც შეიძინა (CMR250075609), 3 000 ლარის ღირებულების – ჩაი, ყავა, თხილი შოკოლადის მინანქარით, ჩირი, ფინიკი, მინერალური წყალი და ნიგოზი (CMR250084326), ხოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, 4 940 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა (CMR250075079 )  ტელეიმედისგან, რომელსაც 3 525 ლარი უკვე აუნაზღაურა. მიმწოდებელმა საკუთარ ვებგვერდზე წელს არა უმეტეს 38 რელიზი უნდა განათავსოს.


ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის 250 000 ლარის დაფინანსებას აჭარის კულტურის სამინისტროსგან ითხოვს

4 თვის განმავლობაში ბოლქვაძე სულ მცირე 3-ჯერ იყო შვებულებაში

Post navigation

Previous: ბათუმში ავარიის შემდეგ დაზარალებული მხარე დამატებით მკურნალობასა და საზღვარგარეთ გამოკვლევას ითხოვს
Next: მშენებლობის ღირებულება თებერვალში შემცირდა, წლიურად კი ზრდა შენარჩუნდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აჭარა თაიმსი აპრილი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შემდეგ დაზარალებული მხარე დამატებით მკურნალობასა და საზღვარგარეთ გამოკვლევას ითხოვს

სულხან მესხიძე აპრილი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები – ავარია ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აპრილი 15, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 14, 2026
მშენებლობის ღირებულება თებერვალში შემცირდა, წლიურად კი ზრდა შენარჩუნდა – საქსტატი mshenebloba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მშენებლობის ღირებულება თებერვალში შემცირდა, წლიურად კი ზრდა შენარჩუნდა – საქსტატი

აპრილი 14, 2026
ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის

აპრილი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აპრილი 15, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_ajaratimes.ge 3
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 14, 2026
მშენებლობის ღირებულება თებერვალში შემცირდა, წლიურად კი ზრდა შენარჩუნდა – საქსტატი mshenebloba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მშენებლობის ღირებულება თებერვალში შემცირდა, წლიურად კი ზრდა შენარჩუნდა – საქსტატი

აპრილი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.