Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 1, 2026
taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE

ბათუმში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. პროტესტის მონაწილეები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მუშაობა დროებით შეწყვიტეს, მათ ტაქსის აპლიკაციები Bolt, Maxim და Yandex გათიშეს.

მძღოლების განცხადებით, არსებული სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესებულია. მათი თქმით, საწვავის ფასის ზრდამ შემოსავალზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც მოქმედი ტარიფები და კომპანიების მიერ დაწესებული საკომისიოები მათთვის აღარ არის მისაღები.

გაფიცულები ტაქსის კომპანიებს საკომისიოს შემცირებასა და მგზავრობის ტარიფების გაზრდას სთხოვენ. მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები აუცილებელია, რათა საქმიანობა კვლავ ეკონომიკურად გამართლებული გახდეს და მათ ყოველდღიური ხარჯების დაფარვა შეძლონ.

ბათუმის პარალელურად, ანალოგიური მოთხოვნებით ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ თბილისსა და ქუთაისშიც.

პროფკავშირ „ლაბორის“ ინფორმაციით, მძღოლების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები სოციალური დიალოგის ფარგლებში მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს. ისინი მიმართავენ ტაქსის კომპანიებს დაიწყონ მოლაპარაკებები და გაითვალისწინონ მძღოლების სოციალური მდგომარეობა. ამასთან, მძღოლები პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის ჩართვასაც ითხოვენ.

„ვიტოვებთ იმედს, რომ სოციალური პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია და სოციალური დიალოგის დამკვიდრების დროა,“ – აღნიშნულია პროფკავშირ „ლაბორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავშირებული თემები ⇓

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

მატარებლის ბათუმში ჩამოსვლამდე მუნიციპალური ავტობუსი მუშაობას ასრულებს – რას ამბობენ ავტოტრანსპორტში

მანქანით ჩარჩენილი ადამიანი მდინარე ჭოროხში – მახოს ხიდის მიმდებარედ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

 

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

susi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 3, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აჭარა თაიმსი აგვისტო 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აგვისტო 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 3, 2026
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება 0d34a8f8-9736-4e2f-8002-3dcd15e78a62
  • საქართველო

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

აგვისტო 3, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

აგვისტო 1, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აგვისტო 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 3, 2026
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება 0d34a8f8-9736-4e2f-8002-3dcd15e78a62 3
  • საქართველო

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

აგვისტო 3, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აგვისტო 2, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.