Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

სულხან მესხიძე მაისი 6, 2026
eliso bolqvadze_AJARATIMES.GE

აჭარის კულტურის სამინისტრო ერთი წელია, რაც შეიქმნა. უწყების ხელმძღვანელმა ამ პერიოდში 59 დღე შვებულებაში გაატარა, ამის შესახებ „აჭარა თაიმსისთვის“ უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული 59 დღიდან 38 დღე ანაზღაურებად შვებულებას უკავშირდება. ამავე ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძე პარალელურად ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებებშიც იმყოფებოდა.

საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მინისტრმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებში ჯამში 57 დღე დაჰყო. ამ მივლინებების უმრავლესობა ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა კონკრეტული თანხების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ „აჭარა თაიმსს“ არ მიაწოდა.

საერთო ჯამში, შვებულებებისა და მივლინებების გათვალისწინებით, მინისტრი 11 თვის განმავლობაში სამინისტროს სამუშაო პროცესში 116 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

ელისო ბოლქვაძე სამსახურში მისასვლელადაც საბიუჯეტო რესურსებს იყენებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მან განაცხადა, რომ ოთხი ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც ბიუჯეტის თანხებით შეიძინეს, მას და თანამშრომლებს ემსახურება. ტრანსპორტის შეძენას ბიუჯეტიდან 236,800 ლარი მოხმარდა.

მინისტრის თქმით, „ფეხით ვერ დადიან, რადგან ოფისი შორს არის“.

ელისო ბოლქვაძემ ბიუჯეტის ფულით 2,200 ლარიანი ყავის აპარატი და 3,000 ლარის ღირებულების სასუსნავებიც შეიძინა. ჩინოვნიკი მისი საქმიანობის გაპიარებისთვისაც ბიუჯეტის სახსრებს იყენებს. კერძოდ, მან საპიარო მასალების მომზადება დაუკვეთა პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედს“, რისთვისაც 4,940 ლარი გადაიხადეს.

გარდა იმისა, რომ ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს საკუთარი ინტერესებით განკარგავს, ის ასევე, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ რესურსებსაც კარგად იყენებს. „ქართული ოცნების“ მთავრობა წლებია აფინანსებს მის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2014 წლიდან ფინანსდება „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“ და ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ მიმართულებით სულ რვა პირდაპირი შესყიდვა იძებნება.

ყველა შემთხვევაში შემსყიდველად ფიქსირდება სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება. მაგალითად, 2024 წელს დაფინანსებამ 6,861,600 ლარი შეადგინა, 2025 წელს – 6,258,300 ლარი, ხოლო 2026 წლის გეგმით 7,186,700 ლარია გათვალისწინებული. ფესტივალების ორგანიზება, არსებული მონაცემებით, სრულად ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც ცნობილია, ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ ფესტივალებს 2022-2023 წლებშიც ახორციელებდა, თუმცა სახელმწიფო დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ასევე დაზუსტებული არ არის, რა წყაროებიდან დაფინანსდა 2025 წლის ღონისძიებები.

კიდევ რა თემებია დაკავშირებული ელისო ბოლქვაძესთან, ნახეთ აქვე ⇓

ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის 250 000 ლარის დაფინანსებას აჭარის კულტურის სამინისტროსგან ითხოვს

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

irma gabinashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი აჭარის მთავრობის PR-ს უხელმძღვანელებს

სულხან მესხიძე მაისი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სანდასუფთავების სამსახურის მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარა თაიმსი მაისი 5, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

აჭარა თაიმსი მაისი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს eliso bolqvadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

მაისი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 6, 2026
საქართველოში 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს – ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს – ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა

მაისი 6, 2026
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 252 ათასზე მეტ მსესხებელს შეეხება – სესხის გადახდები გაიზრდება fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 252 ათასზე მეტ მსესხებელს შეეხება – სესხის გადახდები გაიზრდება

მაისი 6, 2026
ქობულეთის მერიის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო მდინარეს აბინძურებს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერიის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო მდინარეს აბინძურებს

მაისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 5, 2026
59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს eliso bolqvadze_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

მაისი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 6, 2026
საქართველოში 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს – ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოში 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს – ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა

მაისი 6, 2026
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 252 ათასზე მეტ მსესხებელს შეეხება – სესხის გადახდები გაიზრდება fuli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 252 ათასზე მეტ მსესხებელს შეეხება – სესხის გადახდები გაიზრდება

მაისი 6, 2026
ქობულეთის მერიის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო მდინარეს აბინძურებს _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის მერიის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო მდინარეს აბინძურებს

მაისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.