Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნანი გვარიშვილი მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, მიმდინარეობს.

ინციდენტი 29 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ასოცირებულმა პროფესორმა ნანი გვარიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ-ერთი აქტივისტის მობილური ტელეფონის დაზიანებაც სცადა.

აქტივისტები ადგილზე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ. მედიკამენტების დაფინანსებისა და მიწოდების მოთხოვნით პეტიცია უკვე მომზადებულია, ხელმოწერები კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება.

მათი თქმით, დაპირისპირების დროს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნანი გვარიშვილის მეუღლემ, ანზორ დევაძემაც, რომელიც ასევე უნივერსიტეტის პროფესორია.

მოგვიანებით, აქტივისტების განცხადებით, მათ მიმართ ბრალდებებსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ჩაერთო ნანი გვარიშვილისა და ანზორ დევაძის შვილი, ლელა დევაძე, რომელიც ასევე ბსუ-ში ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე მუშაობს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

„ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას მოვიწვევთ,“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ნახეთ ბმულზე🔻

ბსუ-ის ასოცირებულ პროფესორს აქტივისტები შეურაცხყოფასა და ტელეფონის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებენ

 

Post navigation

Previous: ექსპრეს ლომბარდი მომხმარებელს ოქროზე ყველაზე მაღალ შეფასებას სთავაზობს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.