Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

აჭარა თაიმსი ივნისი 10, 2026
reformer fitnesi_AJARATIMES.GE

2026 წლის 4 მარტს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ბიზნესს პოლიტიკური აქტივობა ეკრძალება, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლოს კანცელარიაში სარჩელი დღეს „რეფორმერ ფიტნესის“ მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ დაარეგისტრირა. მისი ინტერესების დაცვას სასამართლოში ორგანიზაცია „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ უზრუნველყოფს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დაიცვას საკუთარი ინტერესები და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ დისკუსიებში ყოველგვარი ზეწოლისა და შეზღუდვის გარეშე.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სამართლებრივი დავა მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესს არ ეხება და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთლიან კერძო სექტორზე, რადგან საკითხი უკავშირდება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკური გარემოა დაფუძნებული.

გიორგი ფუტკარაძის განცხადებით, ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესს უნდა შეეძლოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ხელისუფლების კრიტიკა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირება.

ფუტკარაძე ასევე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ბუნდოვანი ინტერპრეტაცია და, მისი შეფასებით, ლეგიტიმური მიზნის დაუსაბუთებლობა სამართალდამცავ სისტემას აძლევს შესაძლებლობას, მეწარმე სუბიექტების მიმართ შერჩევითად გამოიყენოს სანქციები, რაც უარყოფითად აისახება როგორც კონსტიტუციით დაცულ უფლებებზე, ისე ბიზნესგარემოზე.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს და მათი გაუქმება მოითხოვოს.

„რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას და როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თვითცენზურას არ მივმართავ. თუმცა მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი პოზიცია დააფიქსიროს“, –  აცხადებს გიორგი ფუტკარაძე.

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.