Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026
gia chkonia_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბათუმში 2024-2026 წლებში გზების რეაბილიტაციის რამდენიმე მსხვილ ტენდერში კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვის ნიშნები იკვეთება, რის შედეგადაც მრავალმილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები კომპანიების შეზღუდულ წრეს შორის ნაწილდებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად პირობად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტ კომპანიას ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში უნდა ჰქონოდა ასფალტის ქარხანა ან ასეთი ქარხნიდან მიწოდების შეთანხმება.

კვლევის ავტორების შეფასებით, აღნიშნულმა მოთხოვნამ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეამცირა და ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის მექანიზმად იქცა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის შედეგად შპს „გზამ“ ბათუმში საგზაო სამუშაოების შესრულების მიზნით 29.2 მილიონი ლარის ხელშეკრულება მიიღო. კვლევაში აღნიშნულია, რომ კომპანია ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, შპს „გზის“ 100%-იანი წილის მფლობელი მოქმედი პარლამენტარი გიორგი ჭყონიაა. ამავე კვლევის მიხედვით, კომპანიას მთლიანობაში 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024-2026 წლებში ბათუმში მსგავსი პირობებით გამოცხადებული სულ ხუთი მსხვილი ტენდერი გამოვლინდა, რომელთა საერთო ღირებულება 70 მილიონ ლარს აღემატება. კვლევის მიხედვით, ამ ტენდერებში მხოლოდ სამი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულებიც მონაცვლეობით ნაწილდებოდნენ.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური შემოწირულობებისა და ტენდერების ქრონოლოგიურ თანხვედრაზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, 29-მილიონიან ხელშეკრულებამდე რამდენიმე დღით ადრე შპს „გზასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მმართველ პარტიას ჯამში 120 ათასი ლარი შესწირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები თავისთავად დანაშაულის პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, თუმცა ინტერესთა კონფლიქტისა და შესაძლო სისტემური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ და უზრუნველყონ ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.

დაკავშირებული თემები ⇓

ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან – აი ფაქტი

იუსტიციის სამინისტრომ ფართი „ოცნების” შემწირველი გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა

რა სარგებელს ნახულობ, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ხარ – გიორგი ჭყონიას მაგალითი

„ოცნების“ დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე

 

Post navigation

Previous: აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

აჭარა თაიმსი ივნისი 10, 2026
reformer fitnesi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

აჭარა თაიმსი ივნისი 10, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს gia chkonia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ივნისი 11, 2026
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

ივნისი 10, 2026
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება

ივნისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 10, 2026
ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს reformer fitnesi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ივნისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 9, 2026
70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს gia chkonia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ივნისი 11, 2026
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

ივნისი 10, 2026
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება

ივნისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 10, 2026
ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს reformer fitnesi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ივნისი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.