„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მათი თქმით, დიდი ალბათობით, ის დაიხრჩო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ზღვაში გაუჩინარებული კაცი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.



