Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დაგეგმილ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროექტის განხორციელება საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს და უსაფრთხოების რისკებს შექმნის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალი, 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს. მოსახლეობის განცხადებით, მშენებლობის შედეგად მათი ეზოს შესასვლელი სივრცე ვიწროვდება, ხოლო ორ საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი ეზო ფაქტობრივად იკეტება. მათი თქმით, ეს ყოველდღიურ გადაადგილებას გაართულებს და საგანგებო სიტუაციების დროს დამატებით პრობლემებს შექმნის.

პროტესტის მონაწილეები ასევე საუბრობენ სამშენებლო სამუშაოებისას მძიმე ტექნიკის მიერ წარმოქმნილ ვიბრაციაზე. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ნაწილი ავარიულია და არსებობს საფრთხე, რომ სამუშაოების პროცესში შენობები კიდევ უფრო დაზიანდეს.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გზის შევიწროების შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა საგანგებო სამსახურის ავტომობილების გადაადგილება გართულდება.

დღეს ადგილობრივებმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ფიზიკურადაც შეუშალეს ხელი და პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვეს. ისინი მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ.

თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტს ყველა საჭირო სანებართვო დოკუმენტაცია აქვს და სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს.

ადგილობრივთა ინფორმაციით, 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კომპანია „გეო 2020“ ბათუმის მერიის „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.