Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმმა“ ახალგაზრდა ქართველი მეკარე ნოდარ ყალიჩავა დაიმატა. კლუბის ინფორმაციით, ყალიჩავასთან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე, 1+1 პრინციპით, გაფორმდა. „თოლიები“ სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებენ.

„საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ქართველი მეკარე ნოდარ ყალიჩავა კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს“, – წერია „დინამო ბათუმის“ განცხადებაში.

25 წლის მეკარე „თოლიებს“ „წყალტუბოს სამგურალიდან“ შეუერთდა. ყალიჩავა „სამგურალში“ 2022-2025 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდის განმავლობაში „წყალტუბოელთა“ კარი 75 მატჩში დაიცვა.

„ბედნიერი ვარ „დინამო ბათუმში“ გადმოსვლით. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და, შესაბამისად, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ამ კლუბის მაისურის ტარება. მზად ვარ, ჩემი შრომითა და თავდადებით გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მოუთმენლად ველი ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივართან შეხვედრას და მოედანზე გასვლას“, – აღნიშნა ნოდარ ყალიჩავამ „დინამო ბათუმის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში.

ნოდარ ყალიჩავა ასევე იყო 21-წლამდე ნაკრების წევრი და იასპარეზა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე. როგორც კლუბმა განმარტა, ფეხბურთელი უკვე თურქეთშია და კლუბთან ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი აგვისტო 31, 2026
fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის ნახევარფინალშია

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 31, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 2
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 31, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.