Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
policia_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნიბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. მათგან 59, გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა ფორმით ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პოლიციამ არაერთხელ განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა, რომელიც ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებით დაფიქსირდა.

ასევე, დააკავეს პირები, რომელთა გამოსავლენად მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს. ამ ოპერაციის ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ავტომობილებიდან და მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: მეთადონი, „ალფა-PVP“, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი და სხვა.

პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების მონაცემებით, 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში დაახლოებით 5 000 პირი მიეცა, მათგან თითქმის 1 000 ნარკორეალიზაციის სხვადასხვა ფორმაში იყო ჩართული.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით გაიზარდა.

Post navigation

Previous: ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო
Next: ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 31, 2026
mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აჭარა თაიმსი აგვისტო 31, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო, 28 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 31, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 2
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 31, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.