შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ორივე პირი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იძებნებოდა. მათ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად.
ძებნილი პირები სხვადასხვა დროს, ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ორივე დაკავებულის მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

