Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სულხან მესხიძე სექტემბერი 13, 2026
_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრებ 63 წლის გულიკო შარაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს, ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩა და ყოველდღიურად ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც უჭირს.

გულიკო შარაძე მცირე ზომის ქვის სახლში ცხოვრობს, სადაც ცხოვრების ელემენტარული პირობები არ არის. საცხოვრებელს არ აქვს საპირფარეშო, აბაზანა და სამზარეულო. იატაკი ქვისაა, კედლები კი მოუპირკეთებელი და შეუღებავია. მოძველებულია ფანჯრები და კარები, ფანჯრების ნაწილს კი მინებიც არ აქვს. წვიმის დროს წყალი სახურავიდან სახლში ჩადის.

63 წლის ქალი „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მანამდე მშობლებთან ცხოვრობდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა პირველად სწორედ მისამართის ცვლილებას უკავშირდებოდა, თუმცა ხელახალი გადამოწმების შემდეგ დახმარების შეწყვეტის მიზეზად, სავარაუდოდ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გახდა.

გულიკო შარაძე ამბობს, რომ მიწის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მას რეალური შემოსავალი აქვს და ელემენტარული პირობებით ცხოვრობს. მარტოხელა ქალი ამბობს, რომ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეზობლები ეხმარებიან. მათ მეორადი ავეჯი მიუტანეს, პერიოდულად კი საკვებითაც უზრუნველყოფენ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს და ხშირად სამედიცინო ჩარევა, მათ შორის ოპერაცია, სჭირდება. სოციალური დახმარების შეწყვეტის შემდეგ კი, მისი თქმით, მაღალი სარეიტინგო ქულის გამო სამედიცინო მომსახურების ნაწილის დაფინანსებასაც ვეღარ იღებს.

63 წლის ქალისთვის სოციალური დახმარება ამ ეტაპზე ერთადერთი ფულადი შემოსავალი იყო. მისი თქმით, პენსია ყოველდღიური საჭიროებებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად საკმარისი არ არის.

გულიკო შარაძე დახმარების აღდგენას ითხოვს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფულადი შემოსავლის დაბრუნება, არამედ შესაძლებლობა, მიიღოს ის სამედიცინო სერვისებიც, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სჭირდება. მარტოხელა ქალი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მერიას მიმართავს და მისი მძიმე სოციალური მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება დაიწყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი ინფორმაცია, რომ ოჯახს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, საარსებო შემწეობა აღარ დაერიცხა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ აჭარის მასშტაბით, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდებობა 13 500-ით შემცირდა.

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა – მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

Post navigation

Previous: აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა
Next: იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.