Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ლევან ურიდია ოქტომბერი 5, 2026
qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE

დაზიანებული ჭერი, კედლები და იატაკი, მოუწესრიგებელი სველი წერტილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წიგნადი ფონდი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ზიანდება, ასეთია დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მდგომარეობა.

შენობაში, სადაც არაერთი თაობა გაიზარდა და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა ჩამოყალიბდა, ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაციის საკითხი დღემდე ვერ გადაწყდა. სხვადასხვა დროს არჩეული მერები, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, შენობის რეაბილიტაციისა და განახლების პირობას არაერთხელ დებდნენ, თუმცა დაპირება დღემდე არ შესრულებულა.

ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია ახლახან სრულად რეაბილიტირდა. ლესელიძის ქუჩაზე განახლებული სკვერის ფონზე მოძველებული შენობა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოიყურება.

1975 წელს დაარსებულ ქობულეთის საჯარო ბიბლიოთეკაში 35 346-ზე მეტი ქართული და უცხოური ლიტერატურის გამოცემა ინახება. შენობაში ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო წრე, რომელშიც ყოველდღიურად არაერთი მოზარდია ჩართული და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს ესწრება.

ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისა და წიგნადი ფონდის განახლების მოთხოვნით ქობულეთის მოსახლეობამ წლების წინ თვითმმართველობას პეტიციითაც მიმართა. მას დაახლოებით 700 ადამიანი აწერდა ხელს. მას შემდეგ წლები გავიდა, თუმცა შენობის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა და კვლავ გაურკვეველია, როდის დაიწყება მისი განახლების პროცესი.

რას აპირებს ქობულეთის მერია საჯარო ბიბლიოთეკის განახლებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით?

რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული საკითხის აქამდე გადაწყვეტა, მით უფრო, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და 2026 წლისთვის, საბოლოო ცვლილებების გათვალისწინებით, დაახლოებით 110 მილიონ 683 ათას ლარს შეადგენს?

მიუხედავად მუნიციპალიტეტის მზარდი ფინანსური რესურსისა, საჯარო ბიბლიოთეკის ახალი პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში დღემდე არ გამოიძებნა. როდის დაიწყება ქობულეთის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და რა ბედი ელის ათწლეულების განმავლობაში შენახულ წიგნად ფონდს, ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

იმ შემთხვევაში, თუ საკითხზე ქობულეთის მერიისგან განმარტებას მივიღებთ, მასალა განახლდება.

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

Post navigation

Previous: კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ლევან ურიდია ოქტომბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ლევან ურიდია ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.