საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, მოქალაქეები უკვე 700 დღეა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მართავენ.
ბათუმში აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს, რამდენიმე საათით, აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
მათი მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება.

