Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სულხან მესხიძე აპრილი 11, 2024
prokuratura_ajaratimes.ge

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კონტაქტურია. ბრალის წარდგენის სხდომაზე დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ასევე, ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნას, სხდომის დახურვის შესახებ არ დაეთანხმა.

„მტკიცებულებები საკმარისია, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდება 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გენდერის ნიშნით არსებობს, ქმედების ჩადენის ხერხი ცალსახად მიუთითებს, რომ თავისუფლებაში ყოფნისას მაღალია რისკი, რომ სხვა პირთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გამოიკითხა მოწმეები, რომელთა უმრავლესობა ბრალდებულის ნათესავია. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაეწეროს საავადმყოფოდან. შესაბამისად, მისი თავისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია”, – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

თავის მხრივ, ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„პროკურორი ამბობდა, რომ მიმალვის საფრთხეა, რაც არ არსებობს, რადგან ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. გთხოვთ, რომ არ შეუფარდოთ პატიმრობა. სასამართლოს ვთხოვთ გირაოს 10 ათასი ლარის ოდენობით”, – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის: დღეს, სასტიკად მოკლული ქალის ახლობლებმა აქცია გამართეს და ბრალდებულის მკაცრად დასჯა მოითხოვეს. მათი თქმით, სასამართლოს ენდობიან, თუმცა ამის მიუხედავად ითხოვენ, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

ცნობისთვის: მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თავად ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მან ცოლის მოკვლის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა.

 

Post navigation

Previous: ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც მეუღლე შუახევში გენდერის ნიშნით მოკლა
Next: საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.